ნიჭი, შრომა და დიდი აღიარება - კაპელო და სიომინი კვარაცხელიას წარმატებას გამოეხმაურენ

AutoSharing Option

"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას მწვრთნელები ფაბიო კაპელო და იური სიომინი გამოეხმაურენ.

კაპელო: "არჩევანს ვეთანხმები! ხვიჩა აბსოლუტურად სამართლიანად იქნა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული".

სიომინი: "დიდი წარმატებაა იყო იტალიური ლიგის საუკეთესო მოთამაშე. ეს უმაღლესი დონეა. ხვიჩამ ეს დაიმსახურა, ვინაიდან ყოველ მატჩში მაგრად თამაშობდა და "ნაპოლის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მარცხენა თავდამსხმელის მიერ ამდენი გოლის გატანა და ამდენი საგოლე გადაცემის გაკეთება მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ.

ის ყოჩაღია. ხვიჩამ ნიჭის რეალიზება თავისი ყოველდღიური შრომით შეძლო. ის მუშა ადამიანია,
რომელსაც უყვარს კლუბის ინტერესებისთვის გარჯა. აქვს მიზანი და ამ მიზანს აღწევს. ამ მომენტისთვის გასაოცარ წარმატებას მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ახლა კი ჰოოოოო, იტალიაში მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ და პირველივე წელს მათზე წინ დადგე, ასეთი რამის, წარმოდგენაც კი ზღაპარია. მაშ რა გამოდის? "მივიდა, ნახა, გაიმარჯვა". ეს კი იმის დასტურია, რომ შრომისმოყვარე ქართველი კაცისთვის, დაუძლეველი არაფერია.
ჟორა გაბრიჭიძე
00:19 03-06-2023
2
ბოღმიანებო და ხვიჩას კრიტიკოსებო კიდევ გაქვთ შანსი გონს მოეგოთ ;)
ჩვენა ბიჭმა ეხლა დაიწყო თამაში და უკვე რას მიაღჭია ამით უნდა იამაყოს ერმა მადლობა ხიჩას და ყველას ვინც ამ ადამიანის ნიჭს ადამიანობას სამშობლოს სიყვარულს ხედავს
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული