კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ აღიარებას ველოდით, თუმცა ისეთივე ემოციებით შევხვდით, როგორც მოულოდნელ ინფორმაციას. ეს ყველასათვის ამაღელვებელია ამბავია. ტოპლიგაში პირველივე სეზონში "კვარამ" ყველაფერი შეძლო და ევროპა აალაპარაკა - თვალისმომჭრელი დრიბლინგები, არაორდინალური გადაწყვეტილებები, გენიალური საგოლე პასები და ისეთი გოლები, როგორებიც "სასუოლოსთან" თუ "ატალანტასთან" ვნახეთ...

Sportall.Ge

რის გამოც ქართველი გულშემატკივრები ნერვიულობენ, ეს "მშრალი" სერიაა, რომელიც ბოლო დროს ქართველ გარემარბს აქვს, თუმცა იმ სატურნირო უპირატესობაში, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონობა ადრევე გაინაღდა, "კვარადონას" დიდი
წვლილი აქვს შეტანილი - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლში სკუდეტო დაბრუნებულია!

სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან ასახელებენ. გეოგრაფია ახლა საქართველომ გაზარდა, ხვიჩა კვარაცხელია კი გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა.

Sportall.Ge

გამარჯვებულთა სია ქვეყნების მიხედვით:

იტალია (8): მანჩინი, ვიერი, ტოტი, ბუფონი, კანავარო, პირლო, ჯილარდინო, ბონუჩი;

არგენტინა (3): ტევესი, მილიტო, იკარდი;

პორტუგალია (2): რონალდო, ლეაო.

Sportall.Ge

საფრანგეთი (2): ზიდანი, ტრეზეგე;

ბრაზილია (2): რონალდო, კაკა;

ჩეხეთი: ნედვედი;

შვედეთი: იბრაჰიმოვიჩი;

ბელგია: ლუკაკუ;

საქართველო: კვარაცხელია.

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

altბოლო ტური იტალიაში - "შემოჭრილი" კვარაცხელია, მიმზიდველი ფეხბურთი და მონატრებული ტიტული...

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვულოცავ!!! დიდი აღიარებაა!!! წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
03 ივნისი 2023 15:14
1
კვარაცხელიამ ნაპოლში არა მარტო 12 ბურთი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, არამედ ის ნაპოლის მოტორი იყო და მთელი გუნდი მასზედ აკეთებდა სწორებას, ისე, როგორც დღეს რონალდოს მაგალითზე ვარჯიშობენ არაბეთის ჩემპიონატში ადგილობრივი ფეხბურთელები, ამიტომ ეს მოულოდნელობა არ ყოფილა და იტალიელები თურმე ყველაფერს ხედავენ და სათანადოდ აფასებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ივნისი 2023 15:01
4
ხვიჩა 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში!ამიერიდან ძრწოდნენ ჩვენი ნაკრების მეტოქეები!გიო მიქაუტაძე მბაპეს შემდეგ საუკეთესო საფრანგეთში!უფრო მეტად ძრწოდნენ!ახლა ზურიკოს ჯერიც დადგა,მე ძალიან მეიმედება და რა ვთქვა აღარც ვიცი,ბიჭებო წინ,სრული სვლით,არავისზე ნაკლები არა ხართ და ყველასთან მოგება მხოლოდ,არანაირი სხვა შედეგი არ გეკადრებათ, მ ო გ ე ბ ა !
ზაზა
03 ივნისი 2023 14:36
5
ზაზა, ჩაკვე გამოგრჩა. ხვიჩაზე არანაკლებ უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც მალე იტყვის თავის სიტყვას. ევროკავშირზე ხელმოუწერლადაც აყვავდა, ქართული ფეხბურთი. გაუმარჯოს ქართულ გენს!
ჯანო
15 ივნისი 2023 02:08
0
ნეტა არ ძრწოდე რა? თქვენი ბაქი-ბუქები, ყელშია ამოსული უკვე!
ზაზას
03 ივნისი 2023 15:53
38
ხვიჩას ვენაცვალე. ამ დიდმა (წლოვანებით არა) კაცმა სიხარული და სიამაყე დაგვიბრუნა ქართველებს. ძალიან დიდხანს გაგრძელებოდეს საფეხბურთო კარიერა, და ულევი ემოციები ეჩუქებინოს. გაიხარე დიდო ქართველო!
შალვა
03 ივნისი 2023 13:24
4
ეს წაიკითხეთ
https://www.tuttonapoli.net/le-interviste/carnevale-pazzo-di-kvara-un-fuoriclasse-paragone-presto-li-faranno-usando-il-suo-nome-542374
ქ. გ.
03 ივნისი 2023 13:15
3
თავის დროზე მარადონა ვერ გახდა? გაიხარე ხვიჩა!
გიორგი
03 ივნისი 2023 13:08
3
მეტირება დედას ვფიცავარრ, ეს მარტო ხვიჩას წარმატება არ არის ჩვენი ქვეყნისს საქართველოს წარმატებაა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რამხელა რაღაც მოხდა
ქართველი
03 ივნისი 2023 12:16
2
სრულად ვეთანხმები!
ჯონდო
03 ივნისი 2023 20:21
1
ტიმოს.რად გინდა,რა უნდა ნახო?ან ცარიელი იქნება,ან კიდევ, დამპალი ნაგვით გავსებული.
სოსო
03 ივნისი 2023 15:18
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული