"ნაპოლიმ" დიდებული საჩემპიონო სეზონი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა.

„ნაპოლის“ ჩემპიონობა კარგა ხანია გარკვეული იყო, „სამპდორიას“ ქვედა დივიზიონში დაქვეითებაც და ამდენად, მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეხვედრის დაწყების წინ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს საუკეთესო მცველის, ვიქტორ ოსიმენს საუკეთესო თავდამსხმელის, ხოლო ლუჩანო სპალეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განუწყვეტლივ უტევდნენ, თუმცა რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, შანსი კი
კონტრიერიშზე სტუმრებს მიეცათ, მაგრამ გაბიადინის გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. 62-ე წუთზე კი ოსიმენი მურუმ საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა, რომელმაც 26-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლაზე შესული გაეტანო მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შეძლო. 83-ე წუთზე გაეტანომ ტრავმა მიიღო, მოედნის დატოვება მოუწია და რადგან სპალეტის ხუთივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, "ნაპოლი" კაცნაკლული დარჩა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა სიმეონემ გაიტანა და ნეაპოლურმა გუნდმა გაიმარჯვა.

ბოლოს გულშემატკივრებმა გულთბილად გააცილეს გენუელთა ვეტერანი ფორვარდი კვალიარელა, რომელმაც კარიერა დაასრულა.

ერთი სიტყვით, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიასთვის დიდებული სეზონი დასრულდა, მწვრთნელი სპალეტი ერთწლიან შემოქმედებით შვებულებაში გავა და მომავალ სეზონში გუნდი ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით იბრძოლებს ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (65), 2:0 სიმეონე (85)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩამ ფიზიკაში სერიოზულად თუ არ მოუმატა 60 წუთის შემდეგ ვეღარ დარბის ისე იღლება, გახსნა თუ არ ისწავლა და დაყენებული დარტყმა თუ ვერ დაამუღამა ძალიან გაუჭირდება მომდევნო სეზონში გოლების და სტატების დადება გაშიფრული ყავთ მაგრამ ამას სისწრაფის ხარჯზე უნდა სძლევდეს რაც მეორე წრეა გამოცლილი აქვს ეს კი უმთავრესი გამოსასწორებელი კომპონენტია ვარსკვლავებს ყველას 50+ შეხვედრა უწევთ სეზონებში მაგრამ ასე არ იფიტებიან. კრიტიკაც საჭიროა გული გვწყდება ყველას ბოლო 13 შეხვედრაა გოლის გრაფაში 0 ასისტი 0. თვალში ნაცარს ნუ შევიყრით ეს ყველაზე ცუდ სამსახურს ისევ კვარას გაუწევს მომავალში რომ ამ მდგომარეობას არ დაკმაყოფილდეს. აგერ სათადარიგოდან შემოსულმა ზამენის ზამენა გაეტანომ 5 წუთში 3-ჯერ გაისროლა კარის ჩარჩოში როცა კვარამ მთელი 90 წუთში ვერ მოახერხა ეს რატომ? ვერ იხსნება კვარა სათანადოდ სახიფათო პოზიციაში ეს ფაქტია. ეს ცუდი ფორმა აღარაა რაღაც უნდა შეცვალოს უფრო ხშირად უნდა თავაზობდეს მის თავს თანაგუნდელებს სივრცეში გახსნილ პოზიციაში რომ გოლი გაიტანოს ან ასისტი გააკეთოს, ამას დიდი ფიზიკური სიძლიერე ჭირდება რაც ვერ აქვს ჩვენ ბიჭს ჯერ სათანადო დონემდე როგორც ჩანს.
Anjelo Antei
23:07 04-06-2023
10
ეხლა ვიღაცეები გამოხტებიან და იტყვიან დამსახურებლად მოიგოოო მაგრამ პირველი წრის ფონზეა ეს ჯილდო სერიოზულად აქვს მოსამატებელი და რა დროს ცოლი იყო სულ გამოიფიტება ჩვენი ხვიჩუნია მე რათქმაუნდა მინდა რომ სულ ფორმაში იყოს მაგრამ ჩემი სუბიქტური აზრით ჯერ ვარსკვლავი არ არის კომპლექსები აქვს თუ დაააკვირდებით თამაშებს ჩავარდნილს როგორ განიცდის ხოდა ეს უშლის ხელს ცივსისხიანობა აკლია მაგრამ მოვა ესეც წარმატებები ხვიჩას
lasha
23:50 04-06-2023
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული