კვარაცხელია: ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯია

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" 2:0 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები გადასცეს. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Dazn-ს განუცხადა, რომ ნეაპოლელები გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილი.

- პირველ რიგში, მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. პარტნიორებმა თვითრწმენა შემმატეს და ადაპტაციაში დამეხმარნენ. ეს პრიზი მათაც ეკუთვნით.

- რომელი იყო სეზონის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი?
- უდინეში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ. ეს დაუვიწყარი გახლდათ. თუმცა ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი
ნაბიჯია.

- შენს ყოველ თამაშს ქართველები ესწრებოდნენ...
- მადლობა მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივრებს. მათ ნეაპოლი შეიყვარეს.

- თავს ლიდერად გრძნობთ?
- ამ გუნდში ოსიმენიდან დი ლორენცომდე ბევრი ლიდერია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ლიდერი.

- მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ?
- რა თქმა უნდა, დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. იმედიანად იყავით, მე მიყვარს ნეაპოლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა აზრიანი და დახვეწილი პასუხებია. საფეხბურთო ვარსკვლავობასთან ერთად ინტელექტიც საკმაოდ მოჭარბებული აქვს. წარმატებები!
თენგაბი
05 ივნისი 2023 10:40
1
ხვიჩა შენ ხარ საქართველოს და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი,ცოტაც და ევროპის საუკეთესო გახდები!მე ამის მჯერა და რა ვქნა? მადლობა შენს მშობლებს ასეთი შვილის გაზრდისთვის.
ზაზა
05 ივნისი 2023 06:41
0
მადლობა ხვიჩა,ნიცა,ჩვენი ქვეყნის ასე გატანისთვის!!!!!
სოსო
05 ივნისი 2023 12:55
1
წარმატებები ბრილიანტო, ეს მხოლოდ სიტყვებია ხვიჩა, უფალმა წყალობა არ მოგაკლოს და თავმდაბლობა არ მოგკლებოდეს ეს შენ უფრო დიდ პიროვნებად წარმოგაჩენს და უფალთან უფრო ახლოს გამყოფებს. არ მოუსმინო ჩვენ ლამაზ სიტყვებს გვიყვარხარ და უფალს ვთხოვ სულ ასეთ ადამიანად დარჩე სიცოცხლის ბოლომდე!
T.q
05 ივნისი 2023 14:16
0
არ მომწონს ეს საცოლეს მოედანზე სირბილი და სელფები და მომკალით.
ნიკა
05 ივნისი 2023 10:08
25
ცოლია უკვე!!! და მეორეც ყველას ცოლი და შეყვარებული დარბოდა დედ-მამასთან და მთელ სანათესაოსთან ერთად.ყველა ქვეყნის ჩემპიონი ასე აკეთებს პირველად ხედავთ?!
ნიკა ს
05 ივნისი 2023 12:53
2
როგორ გამაცინე ,ნიკა.
ამ ასაკში სჯერათ სიყვარულის და აცალე რა,თავისი ემოციები გამოხატონ,რა მოხდა მერე.
მოცლილი
05 ივნისი 2023 15:47
2
ყველა გამოხმაურება
MADLOBA KHVICHA,ROMANI BABUAS UYVARKHAR.ME DIDI DINAMOS QOMAGI VIYAVI AKHLA KHOM ICI VISI QOMAGICA VAR.KIDEV DIDI MADLOBA ROM ASAKHELE CHVENI TANJULI SAMSHOBLO!!!!
ROMANI BABU
05 ივნისი 2023 19:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული