სერია A-ს ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" 2:0 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები გადასცეს. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Dazn-ს განუცხადა, რომ ნეაპოლელები გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილი.
- პირველ რიგში, მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. პარტნიორებმა თვითრწმენა შემმატეს და ადაპტაციაში დამეხმარნენ. ეს პრიზი მათაც ეკუთვნით.
- რომელი იყო სეზონის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი?
- უდინეში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ. ეს დაუვიწყარი გახლდათ. თუმცა ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი
ნაბიჯია.
- შენს ყოველ თამაშს ქართველები ესწრებოდნენ...
- მადლობა მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივრებს. მათ ნეაპოლი შეიყვარეს.
- თავს ლიდერად გრძნობთ?
- ამ გუნდში ოსიმენიდან დი ლორენცომდე ბევრი ლიდერია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ლიდერი.
- მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ?
- რა თქმა უნდა, დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. იმედიანად იყავით, მე მიყვარს ნეაპოლი.
სეზონი როცა მთავრდება, ყველა ფეხბურთელი ოჯახით გამოდის მოედანზე. მითუმეტეს ამათ საჩემპიონო ზეიმი ჰქონდათ.
წლებია ფეხბურთს ვუყურებ და ყოველი სეზონის დასრულების დროს, ყველა ლიგაში ეგრეა და რაღა ხვიჩას ოჯახის გამოჩენამ გაგაღიზიანა ასე?
აა თუ საცოლემ არ შეიძლება სელფი გადაიღოს. გოგოს კრიტიკა მოსულა ეგრევე ჭორიკანა კაცებისგან.
რამე ისეთი მაინც დაწერეთ, სრული უვიცობა რომ არ გამოამჟღავნოთ და თავები არ შეირცხვინოთ.
ტიპებმა მართლა პირველად ნახეს რომ სეზონის დასრულების მერე ფეხბურთელები ოჯახებით გამოდიან მოედანზე.
ამ ასაკში სჯერათ სიყვარულის და აცალე რა,თავისი ემოციები გამოხატონ,რა მოხდა მერე.