
"შახტარი", რომლის ღირსებასაც გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, კვლავ გახდა უკრაინის ჩემპიონი, მაგრამ ჩვეულად კარგად ვერ იასპარეზა და მწვრთნელი იგორ იოვიჩევიჩი გუნდს დატოვებს.
ТаТоТакое-ს ცნობით, იოვიჩევიჩს "ზორიას" 53 წლის თავკაცი პატრიკ ვან ლეუვენი შეცვლის.
ნიდერლანდელი ლუგანსკურ გუნდს გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი თელ-ავივის "მაკაბის" წვრთნიდა. ის აგრეთვე "კაირატში", "შახტარში" და "ფეიენოორდში" მუშაობდა.
გოჩოლეიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოეს - საბო ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარის" შანსებს პესიმისტურად აფასებს