მამარდაშვილის დამატებით იტალიური გრანდიც ინტერესდება - შესაძლო ტრანსფერი მოქმედი მეკარის ბედზე გადის

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ინტერს" ანდრე ონანა დატოვებს, მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი იქნება.

"ნერაძურის" ქართველთან ერთად "ემპოლის" კიპერის, გილერმო ვიკარიოს ვარიანტიც აქვს, თუმცა ჩვენებურის დამატება უფრო პრიორიტეტული იქნება.

მოგეხსენებათ, ონანას "ჩელსის" უკავშირებენ და დიდი ალბათობით, ის კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" განაგრძობს.

ლონდონელებთან დაკავშირებით მამარდაშვილის გვარმაც გაიჟღერა. გიორგის მიმართ ინტერესი, "არისტოკრატების" გარდა, არაერთ გუნდს აქვს, დღეს კი უკვე, როგორც მოგახსენეთ, ახალმა კლუბმა "ინტერმა" გაიჟღერა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მათე, ნოიერი არ მოგწონს? ჯერ დორტმუნდი და მერე ბავარია. მერე მეორე, მამარდაშვილის ასაკში ვინ სად თამაშობდა (ბუფონი, კანი, შმეიხელი) ნამდვილად არ გადაგვიმოწმებია, არც მე და არც შენ. ასე რომ, გულს ნუ გაიტეხ. ის იმ ასაკშია, რომ ჯერ კიდევ შეუძლია წყნარად შეიცვალოს გუნდი და მერე იქ - იმ დიდ გუნდში გახდეს ლეგენდა. წარმატებები მამარდაშვილს, ნაკრებებს, ქართულ ფეხბურთს და მთლიანად ქვეყანასაც!
alexandre
13:01 14-06-2023
1
35 წელია, რაც სსრკ დაიშალა, რუსეთში მკვდარია ფეხბურთი. საბჭოთა ფეხბურთი, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის და იტალიის შემდეგ, იუგოსლავიის თანაბრად, ევროპაში, ერთ-ერთი უძლიერესი იყო. მათაც ჰყავდათ, მსოფლიო დონის, რუსი ეროვნების ფეხბურთელები. ასე, რომ, საბჭოთა ფეხბურთი, ხელწამოსაკრავი არ იყო. ბოლო 40 წელი ჩვენც, სად ვიყავით და დღეს სად ვართ. ხვიჩამ და ბიჭებმა, ცოტა იმედი ჩაგვისახა. ასეც ხდება მსოფლიო სპორტში.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
11:13 14-06-2023
0

სიახლეები პოპულარული