ხვიჩა ათეულშია - რამდენი პროცენტი აქვს შანსი კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების Skybet-ის მიხედვით

AutoSharing Option
Skybet-მა, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად "ოქროს ბურთის" 2023 წლის ნომინანტთა ათეული დაასახელა.

სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ქარიმ ბენზემას, მარკუს რაშფორდის, ლაუტარო მარტინესისა და ჰარი კეინის დარად, 1% არგუნეს და ეს ფეხბურთელები მე-6-მე-10 ადგილებზე იმყოფებიან.

რეიტინგს 48%-ით ლიონელ მესი ლიდერობს, 40% ერლინ ჰოლანს დაუწერეს, კევინ დე ბრუინს, ვინისუსსა და კილიან მბაპეს კი 2% აქვთ.

2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უბედნიერესი გულშემატკივარი ვიქნები, თუ უახლოეს წლებში "ოქროს ბურთის" დაჯილდოებისას პარიზში, შატელეტის თეატრში დააჯილდოებენ ჩვენს უძლიერეს და საყვარელ ხვიჩა კვარაცხელიას! ერთი დიდი ბედნიერება უკვე გვაჩუქა ხვიჩამ. ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გახდებოდა.
გიზოგ
18:01 13-06-2023
1
აბა, ველოდები ეხლა როდის გამოვარდებიან კეთილისმყოფელები და დაიწყება ისევ ხვიჩას ათეულში დასახელება ოქროს ბურთზე ეგ არაფერია, ხუთეულში მაინც რო დაესახელებინათ კიდევ ჰოო, დიდი ამბავი ჩლ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი, ოქროს ბურთისა ხო არ არისო, და ა.შ. იმდენსაც ვერ ტვინავენ რო ეს ხვიჩამ გაუშალა ფართოდ მოთხოვნების იალქნები, თორემ სულ ერთი წლის ამათთვისვე რომ ვინმეს რომ ეკითხა ქართველი ფეხბურთელი ამ პრიზებს, აღარ ჩამოვთვლი ხვიჩამ პირველსავე წელს რაც ევროპაში მოიმხო,თუ აიღებს ახლო მომავალშიო გიჟად შერაცხავდნენ. ასე რომ ჰა ბურთი და ჰა მოედანი)))
გიორგი
19:46 13-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული