ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიის (2:0) დამარცხების შემდეგ შოტლანდიაში განცდილი დასანანი მარცხი გადაფარა.
სოციალურ ქსელში კვიპროსთან (2:1) გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ მოძრაობებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პლატფორმა ტიკ-ტოკზე "კვარას" მომენტებს სხვადასხვა ცნობილი გვერდი ეხმაურება.
"დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე ხვიჩას. მისი ნიჭი საერთოდ სხვაგანაა" - წერს Relevant Sports-ი, რომელსაც ზემოხსენებულ ქსელში 473 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ზუსტად იგივე ხდება ახალგაზრდულ ნაკრებზე.
უყურეთ ესპანეთის 21 წლამდელებს ან სხვა ქვეყნების? თამაშობენ პედრი და გავი იქ? ან რომელიმე ვარსკვლავი?
ეგ ტურნირი არის უცნობი ტალანტების აღმოჩენის შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს და თუ ვერ იგნებთ, არაა აუცილებელი საკუთარი უვიცობა ყველგან გამოამჟღავნოთ.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორი სეზონი ელოდება წინ. ემვიპი რომ გახდები და სკუდეტოს მოიგებ მომავალ სეზონში გაცილებით მეტი წნეხი და გამადიდებელი შუშით დაკვირვება რომ იქნება არიცით? მოქანცული უნდა შეხვდეს მაინცდამაინც სეზონს?
დარწმუნებული ვარ სეზონი კარგად რომ ვერ დაიწყოს პირველი თქვენ გადაუვლით აქ ჩაყრილი ჩასაფრებული ბრბო.
უვიცი და ჩასაფრებული ჰეითერებისგან დაცვა კერპთაყვანისმცემლობა არაა. ვერ გავიგე რას ეძახით კერპთაყვანისმცემლობას. ყველა ფეხბურთელს, ვისაც უსამართლოდ ლანძღავენ ჰყავს აგრეთვე გულშემატკივარი, რომელიც საკადრის პასუხს სცემს არგუმენტირებულად იმ ჩასაფრებულ მოღლიცინეებს.
ესაა კერპთაყვანისმცემლობა???
მაშინ გადაუარეთ ყველამ და ვინც ხმას ამოიღებს უსამართლობაზე ყველას კერპთაყვანისმცემელი ეძახეთ. უფრო მშვიდად იქნებით. ჰეითერები ყველას ჰყავს კი, მაგრამ თავისი ქვეყნის მოთამაშეს ისე არავის აგინებს როგორც საქართველოში და ისე არავის სძულს.
აი ქვემოთ ვიღაც ნაფტალინიანები წერენ, ფაფხურია ფინტები კი არაო, საერთოდ ფეხბურთის აზრზე არ არიან, მესიც ფაფხურა ყოფილა და მსოფლიო რომ გიჟდება კვარას ფინტებზე, ისინიც უცოდინრები.
მარტო ამ დივნის და კლავიატურის ექსპერტებს აქვთ თურმე ცოდნა.
იმედი მაქვს კარგად დაისვენებს კვარა და ივლისიდან მთელი ენერგიით შეუერთდება გუნდს, ამათ გულის გასახეთქად შარშანდელივით.
ამათი გაყუსვა ყველაზე მეტად მიხაროდა ხოლმე