კვერნაძე მალე სერია A-ს გუნდის ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
tuttofrosinone იტყობინება, რომ 20 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე მალე ბათუმის "დინამოდან" "ფროზინონეში" გადავა.

გამოცემის ცნობით, იტალიურმა კლუბმა დიდი სამუშაო გასწია, ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკება არ შეუწყვეტია და ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოსაა:

"კვერნაძე იმავე გუნდის წევრია, რომელშიც "ნაპოლიში" გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. მათ შორის კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ ორივე მარცხენაფლანგელია. კვერნაძე სწრაფია, არაპროგნოზირებადობის მეშვეობით და ბურთის ფლობით მეტოქესთან ერთი ერთზე მოქმედების საჭირო უნარები გააჩნია, ორივე ფეხით კარში ძლიერად დარტყმა შეუძლია და გუნდის 4-3-3 ტაქტიკურ სქემას მიესადაგება. სწორედ მისმა ამ ტექნიკურმა მახასიათებლებმა მიიქცია
ყურადღება, რაც სკაუტებმა ადრევე შეამჩნიეს, ტრანსფერის განხორციელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობაა და კვერნაძე ჩოჩარიაში (ლაციოს რეგიონი) ჩამოსასვლელად მზადაა".

კვერნაძის "ფროზინონეში" შესაძლო გადაბარგების ამბავს სხვა იტალიური მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინ არის ეს კვერნაძე?თამაშით აღარ თამაშობს და ოფსაიდში მეც კი ვარ ჩაცუცქული.
ვაგნერი ჯანაშია.
08:48 24-06-2023
19
ვინმე ნიგერიელი თავდამსხმელი დაიმატონ და გაისად სკუდეტოსაც მოიპოვებენ.
(კიდე მელოტი მწვრთნელი,ან ვინც ჰყავთ ის გადაპარსონ)
Levani
00:06 24-06-2023
16

სიახლეები პოპულარული