კვერნაძე მალე სერია A-ს გუნდის ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
tuttofrosinone იტყობინება, რომ 20 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე მალე ბათუმის "დინამოდან" "ფროზინონეში" გადავა.

გამოცემის ცნობით, იტალიურმა კლუბმა დიდი სამუშაო გასწია, ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკება არ შეუწყვეტია და ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოსაა:

"კვერნაძე იმავე გუნდის წევრია, რომელშიც "ნაპოლიში" გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. მათ შორის კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ ორივე მარცხენაფლანგელია. კვერნაძე სწრაფია, არაპროგნოზირებადობის მეშვეობით და ბურთის ფლობით მეტოქესთან ერთი ერთზე მოქმედების საჭირო უნარები გააჩნია, ორივე ფეხით კარში ძლიერად დარტყმა შეუძლია და გუნდის 4-3-3 ტაქტიკურ სქემას მიესადაგება. სწორედ მისმა ამ ტექნიკურმა მახასიათებლებმა მიიქცია
ყურადღება, რაც სკაუტებმა ადრევე შეამჩნიეს, ტრანსფერის განხორციელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობაა და კვერნაძე ჩოჩარიაში (ლაციოს რეგიონი) ჩამოსასვლელად მზადაა".

კვერნაძის "ფროზინონეში" შესაძლო გადაბარგების ამბავს სხვა იტალიური მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორც ილფისა და პეტროვის გმირი,ოსტაპ ბენდერი იტყოდა: ყინული დაიძრა ბატონებო!
მალხაზ ჯობავა
21:15 23-06-2023
0
ნამდვილად მისასალმებელია ეს ტრანსფერი კი გუნდი აუტსაიდერთა კატეგორიაში გადის მაგრამ სერია ას დონის ჩემპიონატები ააწევიებს კლასს ჩვენს მოთამაშებს, რაც პროპორციულად აისახება ნაკრებზე სადაც კრიტიკულად გვიჭირს თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებზე მორგებული მოთამაშეები. ასევე ფრიად საკვირველია რატომ არ ეძლეოდა ამ ბიჭს ბათუმის დინამოში თავის წარმოჩენის საშუალება ასეთი სუსტია? და ამ დროს სერია ას გუნდი ამჩნევს და მათთან გადაყავთ? ან ბათუმში ცდებიან მაგრად ან ფროსინონეში. ფაქტი ერთია ეს ტრანსფერი კვარას ეფექტის დამსახურებაა და ეს ეფექტი კიდევ ბევრ ტრანსფერს გამოიწვევს
ჩვენების ტოპ ლიგებში . ყველაფერი ეხლა ამ ბიჭზეა დამოკიდებული თავდაუზოგავი შრომა უნდა გასწიოს ვარჯიშებზე, თავი მოაწონოს მწვრთნელებს დო როცა შანსი მიეცემა ძვლებიც უნდა დადოს მოედანზე და მასზე გაცემული ავანსი გაამართლოს. ამით ბათუმის შეფობასაც დაანახებს თუ რა მარგალიტს ვერ იყენებდნენ და მის კარიერასაც მოიწყობს დიდ ფეხურთში. ამბობენ ნიჭიც მაგარი აქვსო და მიუხედავათ მისი სიმაღლისა LW: 1,90 სმ: სისწრაფე და დრიბლინგიც არ დაეწუნებაო. აგერ ბურთი და მოედანი დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებული მთავარი კი დიდი ფეხბურთისთვის არის შრომა, შრომა და კიდევ შრომა.
Charley
21:13 23-06-2023
0

სიახლეები პოპულარული