„მე წავიკითხე, რომ დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესანარჩუნებლად საჩემპიონო შეთავაზება აქვს - 3 მილიონი წელიწადში. იმისათვის, რათა გასაგები იყოს, ეს ორიგის, მატიჩის და ლოსანოს ხელფასებზე 25%-ით ნაკლებია. თუმცა, არ დაუზუსტებიათ, როგორი გასამრჯელო ექნება ჩემპიონს, სავარაუდოდ, როგორც ფრენბურთელის“, - წერს პალმერი თავის „ტვიტერზე“.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს 1 სეზონით გაუხანგრძლივებს და ანაზღაურებას 1.25 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე (ბონუსების
ჩათვლით) გაუზრდის.