სიომინი: ხვიჩას ასაკში ჩავარდნა ხშირია - "ყველა კარტი არ გაუხსნია"

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის თაობაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"გასულ სეზონში კვარაცხელიას ყველა მიღწევა კანონზომიერია, ეს მან თავისი შრომით დაიმსახურა. ხვიჩა უზარმაზარი ტალანტი და ნამდვილი პროფესიონალია. ასე მარტივად სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდები. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა გუნდში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, მომავალში სტაბილური შედეგების ჩვენება გაუჭირდება, ვინაიდან ასეთ ასაკში ძალიან ხშირია ჩავარდნები.

რთული იქნება, მაგრამ ხვიჩას ბევრი რამის უნარი გააჩნია, ჯერ ყველა "კარტი არ გაუხსნია". დარწმუნებული ვარ, თავის დონეზე დაბლა არ
დაეშვება. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ სეზონში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს", - ციტირებს სიომინს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუხაშვილი,სიმონს რას ერჩი?ნეტა ყველა რუსი მაგისნაერი იყოს.
Levani
01:32 27-06-2023
5
ჯიგარი ხარ იური პალიჩ
muro
00:13 27-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული