რუსების უარი ქართული პასპორტის გამო - მარადიშვილი მალე "ჯვაროსნების" რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
"ურალის" პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა კონსტანტინ მარადიშვილის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე უარი თქვეს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდში ბევრი ლეგიონერია, მარადიშვილი კი უახლოეს პერიოდში ქართულ პასპორტს აიღებს, ეკატერინბურგელებს კიდევ ერთი ლეგიონერი დაემატებათ, რაც არ აწყობთ.

"მარადიშვილის დამატება ჩვენთვის ახლა მომგებიანი აღარ არის, რადგან ის მალე ქართულ პასპორტს აიღებს.

გუნდში ისედაც ბევრი უცხოელი გვყავს და მას კვლავ რუსული პასპორტი რომ ჰქონოდა, სულ სხვა საკითხი იქნებოდა.

ახლ კი ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს",
- თქვა ივანოვმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მარადიშვილი, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია, ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თუ საქართველოს ნაკრებს გამოადგება, მაგას რა სჯობს
მიხო
18:35 27-06-2023
6
ნაკრებში საჭირო კაცია და დანარჩენი სულ არ მაინტერესებს, ნაკრებში თუ კარგად ითამაშა, ევროპისკენაც გაეხსნება გზა, მთავარია ნაკრებს გამოადგეს.
გოგა
15:53 27-06-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული