"ინტერმა" ონანას შემცვლელთან მოლაპარაკებები დაიწყო - ეს მეკარე მამარდაშვილი არაა

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "ინტერმა" "შახტარის" მეკარე ანატოლი ტრუბინთან მოლაპარაკებები დაიწყო.

"ნერაძურის" 22 წლის კიპერის სახით ანდრე ონანას შემცვლელი ჰყავს შეგულებული, რომელიც დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურებს.

შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბის სახელს გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ. როგორც ჩანს, ქართველი "სან სიროზე" არ გადაბარგდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემი უდიდესი სურვილი და ოცნებაც იყო და არის, რომ მამარდა ინტერმა იყიდოს... უბრალოდ ჩინურმა მთავრობამ, კანონით აკრძალა, ჩინური ინვესტიციების უცხო ქვეყანაში დაბანდება და კლუბიც უფრო იაფფასიან კადრებს ეძებს, თანაც ტრუბინს, ერთ წელიწადში უმთავრდება კონტრაქტი და ამიტომაც, ფინანსურად ის უფრო მომგებიანია გუნდისათვის, რომელიც ვალებში იხრჩობა, მხედველობაში მაქვს ინტერი... ისე, ვინც ფეხბურთი არ იცით ან ინფორმაცია არ მოგეპოვებათ თუ რამხელა გრანდია ინტერი, მოკლედ: იტალიის ცხრამეტ გზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის სამ გზის გამარჯვებული, უეფას თასის სამ გზის გამარჯვებული, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, ცხრა გზის იტალიის თასის მფლობელი, იტალიის სუპერთასის შვიდ გზის მფლობელი... არასოდეს არ დაქვეითებულა სერია ბ-ში, მილანის, იუვენტუსისა და რომასაგან განსხვავებით... გუნდი, რომელიც არასოდეს, მისი არსებობის განმავლობაში არ ყოფილა კორუფციის და სამსაჯო ინტრიგების მსხვერპლი და ყოველთვის სამაგალითოდ იცავდა საფეხბურთო და არასაფეხბურთო ფეირპლეის წესებს... და ბოლოს, ამ გუნდში თამაშობდნენ ისეთი მეგავარსკვლავები, როგორებიც იყვნენ, ბრაზილიელი რონალდო, რობერტო კარლოსი, რობერტო ბაჯო, ლოთარ მათეუსი, ხავიერ ძანეტი და სხვა... ასე, რომ მემგონი ნამდვილად არ იქნებოდა მამრდას, რომ ინტერში ეთამაშა, ზოგიერთი ფეხბურთის არამცოდნე ექსპერტების ჯინაზე...
ვახო...
17:36 29-06-2023
0
ჩემდამი სამწუხაროდ,რატომღაც მგონია,რომ მამარდაშვილი ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი და მაღალი დონის მეკარე. ვიმედოვნებ,თანდათან უფრო მოუმატებს და უკეთესი გახდება.
მერე დიდი გუნდები აუცილებლად დაინტერესდებიან მისით სერიოზულად.
ჯუჯი
16:25 29-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული