გიორგი კვერნაძე ორშაბათს "ფროზინონესთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
სერია A-ში დაბრუნებული "ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ Sky Sport-თან ახალ სეზონში გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

ანჯელოციმ განაცხადა, რომ მწვრთნელი ფაბიო გროსო "ფროზინონეს" არქიტექტორი იყო, წასვლა გადაწყვიტა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია B-ში გავარდნილ სამპდორიას ჩაუდგება სათავეში), მის არჩევანს პატივი უნდა სცენ, მას კი ეუსებიო დი ფრანჩესკო შეცვლის, რომელიც კარგი სპეციალისტია და ორი წელი ერთობლივი მუშაობით იცნობს.

სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ 20 წლის ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.

"ახალი კვარაცხელიაა? ერთადერთი, რაც "კვარასთან"
საერთო აქვს, აგენტია (იღიმის). ხუმრობის გარეშე, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ჩვენ მისი გვჯერა. იმედია, იმედებს გაამართლებს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ანუ რა გამოდის ბათუმის საკუთრება არაა(ტრანსფერიდან ვერ იხეირებენ) არენდით მიჰყავთ და სკამზე სვამენ?! როცა ფროსინონეს ინტერესია და თან ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატია. რას გავს ეს საქციელი ბათუმის მხრიდან?! იმედია მინიმუმ ახსნა განმარტებას მაინც გვაღირსებენ.
რაბუ
13:43 01-07-2023
0
არ მჯერა ამის დიდი ფეხბურთელობის და...
ბეჟო
13:29 01-07-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული