საბა კვირკველია: ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად უფრო იმედებს ერთა ლიგაზე ვამყარებთ

AutoSharing Option
"ნეფთჩის" მცველმა საბა კვირკველიამ azerisport-თან ინტერვიუში ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.

- საქართველოს ნაკრებებს საქმეები კარგად მისდით: ახალგაზრდული ევროს მეოთხედფინალში გავიდნენ, ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალშია და ევრო 24-ის შესარჩევ ციკლში ურიგო სტარტი არ აუღია...
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ "ახალგაზრდული" ნახევარფინალში ვერ გავიდა. კარგი შემადგენლობა ჰყავდათ, ფეხბურთელების 50% პირველი ნაკრებიდან, რომლებიც კარგ კლუბებში ასპარეზობენ. ისრაელთან სულ ცოტა დააკლდათ, როდესაც პენალტების სერიაში დამარცხდნენ. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, ბევრი ტოპ-მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით, შეტევაში; კარგი მწვრთნელი.

- თქვენ ევრო 24-ის ფინალურ სტადიაზე გასვლის
კარგი შანსები გაქვთ...
- გვინდა ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ, მაგრამ ვიცით, ეს რთული იქნება. უფრო მეტად იმედებს ერთა ლიგაზე ვამყარებთ. ჩვენი ჯგუფი მოვიგეთ, ახლა ყაზახეთთან ნახევარფინალს ველით. თუ გავიმარჯვეთ, საბერძნეთი-თურქეთის წყვილში მოგებულს ვეთამაშებით. ერთი მატჩი იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძლიერი გუნდი გვყავს. შანსები არის.

- ქართული საკლუბო ფეხბურთი როდის აღორძინდება?
- ახლა ჩვენთან ურიგო ჩემპიონატი არაა, მეტ-ნაკლებად უკეთესი გახდა. ევროსთვის ახალი სტადიონები ააშენეს, კარგი ლეგიონერები ჩამოდიან. ჯერჯერობით წინსვლა ნაკრებებს ეტყობა, საკლუბო ფეხბურთის წინსვლასაც ველით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყაზახებს და სომხებს დიდი პრიგრესი აქვთ ,როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო ფეხბურთში!!აზერბაიჯანს კი საკლუბო ფეხბურთში,ჩვენ კი უკან-უკან მივდივართ და ვტრიალებთ დაუსრულებელ და მოჯადოებულ წრეში!!!!!
გიორგი
13:37 04-07-2023
4
მერე თქვე კაი ხალხო თუ ეს სალვალიფიკაციო გკიდიათ გაგეშვათ კვარაცხელია და მიქაუტაძე 21 წლამდელებში
Nick
10:22 04-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული