საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კიდევ ხუთ პოტენციურ ახალწვეულთან ერთად "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და მალე 2+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.
აბურჯანია ბოლო ორი სეზონი "ჟილ ვისენტეში" თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
"ჰათაისპორმა" თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სუპერლიგაში ასპარეზობა შეაჩერა და ამ გუნდის წევრი საბა ლობჟანიძეა, რომელიც იჯარის წესით "კარაგიუმრუკში" თამაშობს.
"ჰათაისპორი" ახალი სეზონიდან ასპარეზობას თურქეთის სუპერლიგაში გაგრძელებს და ლობჟანიძე და აბურჯანია ერთად ითამაშებენ.