"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესი იყო და ეს ახლაც გრძელდება. თუკი ტრანსფერებიდან ჯერ მხოლოდ კიმის "ბაიერნში" წასვლაზე ვიცით, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსამზადებელი ეტაპის შესახებ.

Sportall.Ge

რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
დღეებს ახლა პარიზში ატარებს. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, 24 ივლისს ნეაპოლელები სერია "ც"-ში დაქვეითებულ "სპალს" (S.P.A.L) შეხვდებიან.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.

ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.

altმომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება

altკვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
რა გითხრათ, ვეტერანი თორნიკე შენგელია არ დაიღალა, ამ ხნის კაცმა, ლიგაზე ურთულესი თამაში ითამაშა, მეორე დღეს ჩამოვიდა, გუნდს ულიდერა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
ტაბუ
14 ივლისი 2023 12:09
15
კი არ დაიღალა ცოლი ყავს მოსყვანი და ფორმაში უნდა იყოს.
ცოლი გრამიტონა, ცოლი.
07 ივლისი 2023 15:42
46
რავიცი რუსეთში სადაც თამაშობდა ბაზაზე ცხოვრობდა, ძაან თავმდაბალი და ნოკრძალებულიაო, ვიფიქრე მეთქი აი ფეხბურთის ახალი პაგანინი და მოცარტი გვყავს თქო, ეტყობა მაშინ მაგდენი ფული არ ქონდა - აუ რა თვალთმაქცობაა
ირაკლი
14 ივლისი 2023 15:21
31
ტეხავს შურის საპასუხოდ:
ის დავინახე რომ დიდი ფეხბურთელები პირველივე ჯერზე არ ყიდულობენ ძვირად ღირებულ მანქანებს - გადახედეთ რონალდუს, მესის და სხვა დიდი ფეხბურთელების პირად ცხოვრებას, მითუმეტეს კარიერის დასაწყისში - არ მითხრას ვინმემ რომ კვარა ნეიმარზე დიდი ტალანტია, მაგრამ ნეიმარი სანახევროდაც არ შედგა იმ ფეხბურთელად, რა პოტენციალიც ქონდა,(მიზეზი ალბათ გასაგებია) და ქართველები ბრაზილიელებს მაგ მხრივ რაღაცით ვგავართ.
რონალდუს, მესის დონე რომ ითამაშო, მარტო ნიჭი და ტალანტი არ კმარა, მთელი ცხოვრება უნდა გადადო. კვარასი რატომ უნდა შემშურდეს, სად კვარა და სად მე
ირაკლი
14 ივლისი 2023 23:21
2
ე ბიჭო აცალეთ კაცს დასვენება! რაც უფრო კარგად დაისვენებს მისი ორგანიზმი მიტ უფრო კარგია მისთვის! ტყუილად კი არ მისცა მას და ოსიმენს დამტებითი დასვენების დღეები ნაპოლის ფიზიოტერაპევტებმა!
რობი
14 ივლისი 2023 17:07
2
ყველა გამოხმაურება
შეეშვით ხვიჩას ბოლობოლო.უარი მას ეროვნულ ნაკრებზე ხომ არ უთქვია.
ახალგაზრდული იყო, თორნიკე შენგელიასთან შედარებაც უადგილოა.
ჯუჯი
14 ივლისი 2023 12:42
11
ეროვნული ნაკრები ჯგუფში უშანსოდაა, ახალგაზრდულით კი ოლიმპიადაზე გავიდოდით. კვიპროსთან 3 ქულას გადავაყოლეთ ასეთი შესაძლებლობა. კვარაცხელიას კი არა, მენეჯმენტს უნდა ეფიქრა ამაზე. შენგელიასთან შედარება, რატომაა უადგილო? აბა, მოდრიჩს ბევრმა შეადარა.
ტაბუ
14 ივლისი 2023 15:16
8
ამათ სხვა რამ სჭირთ მეგობარო. რაც კონსტანტინემ დაწერა ქართველებზე: “თუ ვინმე დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო”. ხვიჩა ძალიან მაგარი ბიჭია, პიროვნულადაც და როგორც პროფესიონალი, მაგრამ შურიანი გრუზინი რისი გრუზინი თუ რაიმე “მიზეზი” არ ნახა საქილიკო. მახსოვს 6-7 წლის ვიყავი, სულმნათ ზვიად გამსახურდიას რომელიღაც ქვეყანამ ბრონირებული მერსედესი აჩუქა მგონი და მაგაზე აუგორეს სკანდალი, პრეზიდენტს მერსედესი რად უნდაო, დაიხვიეს ხელზე. ენას ძვალი არ აქვს და თოთებს კიდევ მუხრუჭი, რაც გინდა აწკაპუნე
ჯუჯას
14 ივლისი 2023 20:12
2
ხვიᲩაა Თუ სხვა წარმ.ქარᲗველი, ლეგიონერი,იმიტომ მინდა ქვეყანას და ერ.ნაკრებს რო წაადგეს, Თორე Თავის კლუბᲨი რა იზამს, რა კუᲨს უყურებს სულ არ მაინტერესებს.
მერაბი
14 ივლისი 2023 12:18
16
რა გითხრათ, ვეტერანი თორნიკე შენგელია არ დაიღალა, ამ ხნის კაცმა, ლიგაზე ურთულესი თამაში ითამაშა, მეორე დღეს ჩამოვიდა, გუნდს ულიდერა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
ტაბუ
14 ივლისი 2023 12:07
7
ნაკრებში თამაშზე უარი თქვა დაღლილი ვარ დასვენება მჭირდებაო და ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა ფიზიკურად და ემოციურად არ ღლის სპორტსმენ ადამიანს?

2023 წლის დასაწყისი ყველას გვიხარია ხვიჩას წარმატება და სპორტული ქცევები, ვფიქრობთ ხელს ვერაფერი ვერ შეგვიშლის. ამ დროს - ტიპიური ქართველი გოგო.
ნიკა
14 ივლისი 2023 20:56
17
Re: "ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს"
ეს არის სურიკოს და ნინუცას უარყოფითი გავლენა.
ქ. გ.
14 ივლისი 2023 15:13
12
Ერთი ისიც აღნიშნე კვარა რო მეგრელია.მიდი გელოდები რა
Მალხაზ ჯობავას
08 ივლისი 2023 07:31
25
მერე რა არის ამაში ცუდი რო მეგრელია, აბა დაფიქრდი, ჩვენი მადლიანი კუთხეების გარეშე რა იქნებოდა საქართველო?
მალხაზ ჯობავა
08 ივლისი 2023 16:22
3
გასკდით ტ--- ზე.
Imsaxurebs.
14 ივლისი 2023 20:34
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული