"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის მოლოდინში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მიმართ ქართველ გულშემატკივრებში მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესი იყო და ეს ახლაც გრძელდება. თუკი ტრანსფერებიდან ჯერ მხოლოდ კიმის "ბაიერნში" წასვლაზე ვიცით, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსამზადებელი ეტაპის შესახებ.

Sportall.Ge

რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
დღეებს ახლა პარიზში ატარებს. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, 24 ივლისს ნეაპოლელები სერია "ც"-ში დაქვეითებულ "სპალს" (S.P.A.L) შეხვდებიან.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.

ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.

altმომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება

altკვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგალითებად მოდრიჩი რომ მოგყავთ, კი ბატონო უძლიერესი ფეხბურთელია და ითამაშა ყველგან, მაგრამ ყველას ერთი ორგანიზმი ხომ არა აქვს?ამას რატომ არ ითვალისწინებთ? ეგრე სტენლი მეტიუზმა 50 წლამდე ითამაშა. ძალიან კარგი რომ ხვიჩამ დაისვენა. ეხლა უფრო მონდომებით და უფრო მაგრად ათამაშდება. რაც შეეხება შურს და ბოღმას ეს ყოველთვის იყო და იქნება საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ ეს თვითონ ადამიანზე ( შურიანზე) მოქმედებს უარყოფითად. ეს დამტკიცებულიცაა. ბევრი სიტყვით არ გამოხატავს, მაგრამ გულის სიღრმეში მალავს შურს და ბოღმას. ესეც ძალიან ცუდია. ხვიჩა უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა კაცია. იცის მან რაც უნდა ცხოვრებაში. ფული როცა გაქვს რაღაცაში ხომ უნდა დახარჯო, რაა აქ გასაკვირი? ის არ ჰგავს არავის. მე მისი კიდევ ის მომწონს, რომ სხვებივით ტატუიროვკებით არ არის დასერილი.
დავით 67
15 ივლისი 2023 19:28
1
რა შუაშია შური და ბოღმა? უბრალოდ გულნატკენი და ნაწყენია ხალხი. როგორ უნდა შეშურდეთ კვარასი აბა არ მესმის. დაღლაზე კამათს აღარ დავიწყებ. შეიძლებოდა მაგ ყველაფრის ლამაზად მოგვარება ისე, რომ ძალიან თუ არ გაუჭირდებოდა გუნდს რომ არ ეთამაშათ. დამოკიდებულებები უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად ისრაელთან თამაშის დროს რომ სტადიონზე ყოფილიყო რიგით ქართველებთან ერთად და იქ გაეზიარებინა მათი ემოციები, ბევრი დააფასებდა. ესაა ლიდერის მთავარი ფუნქცია. იყოს ნებისმიერ მომენტში მის გუნდთან ერთად. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია სპორტული ისტორიიდან, ტრავმირებულები როგორ დარჩნენ საქომაგოდ და გასამხნევებლად საკუთარ გუნდთან ერთად. მათ შორის ქართველის მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო, თუ როგორ გარისკა ტრავმის მიუხედავად და გამარჯვება მოგვაპოვებინა. სპორტში ყოველთვის ვერ მოიგებ და მარცხიც გვექნება, გასაგებია და ესეც უნდა მივიღოთ. შესაძლოა ვინმემ თამაში ვერ შეძლოს, ესეც გასაგებია. მაგრამ როდესაც დამოკიდებულება არის აგდებული ეგ სხვა რამ არის. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ შენ თუ ხალხს არ დააფასებ, ნურც მათგან ნუღარ მოითხოვ დაფასებას. როგორც არ უნდა გაამართლოთ, იმ ბიჭებთან ერთად უნდა ყოფილიყო და გულშემატკივრებთან, რომ გაემხნევებინა და იმედი ჩაესახა. იმედი იმისა, რომ ის აქ არის და ერთად ყველაფერს შეძლებენ. ლიდერისგან უნდა იგრძნოს გვერდში დგომა გუნდმა. ისეთ წარმატებებს მიეღწიოს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო გამხდარიყოს. დარწმუნებული ვარ ყველა ქართველს გაუხარდება. მაგრამ შენი წარმატება სამშობლოს საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენო. ზოგს მეტი შესაძლებლობა აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი სამშობლოს წინაშე.
სიმართლე უნდა ითქვას
17 ივლისი 2023 02:59
1
არ იზრდები შენ კაი კაცი.
კარგად გაიაზრე, რომელმა ქვეყანამ შეგქმნა, ჩამოგაყალიბა და გაგზარდა!


ფეხბურთს სამართალიც თამაშობს და არამარტო ოსტატობა.

არ გეყოფა შენ შენი ნიჭი კაცობის, ქართველობის გარეშე.

სადღაც 9 მთას იქეთ საქართველოს დროშის ოპერეტული ფრიალი, სხვა გუნდების სახელისთვის ბრძოლა და საამისოდ ფულების ჩაჩხრიალება არაფერს ნიშნავს შენი ქვეყნისთვის.

ძალიან არ მინდა, აკაკი წერეთლის ის ცნობილი ლექსი ერთ თაგუნაზე შენ მოგეკაროს!

იცოდე, ვერასოდეს იმაზე წინ ვეღარ წახვალ, როგორც ამ სეზონში იყავი!
ისტორია
18 ივლისი 2023 13:57
2
ქინქლაძე 2.0
დინამიტი
16 ივლისი 2023 08:56
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული