"რატომ ვერ ითამაშა მირანჩუკმა კვარაცხელიას დონეზე?" - სიომინმა უპასუხა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელმა იური სიომინმა უპასუხა კითხვაზე - რატომ ვერ ითამაშა მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა, 27 წლის ნახევარმცველმა ალეკსეი მირანჩუკმა, იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას დონეზე.

"იტალიაში მირანჩუკის კარიერა ურიგოდ არ ვითარდება. ალბათ, სადღაც შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ აქ უკვე ვეღარაფერს გააწყობ.

ტრავმები არ აძლევს მირანჩუკს ისეთივე წარმატების მიღწევის საშუალებას, როგორსაც ხვიჩამ მიაღწია", - განუცხადა სიომინმა РБ Спорт-ს.

მირანჩუკი სერია A-ში 2020 წლიდანაა და "ტორინოში" იჯარის შემდეგ "ატალანტაში" დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ოო შეცვალა ჩვენება რუსმა. ჯერ ის გაახსენეთ რეებს "ბრძენმეტყველებდა" ხვიჩა სანამ იტალიაში ჩავიდოდა, მირანჩუკმა ვერ გაქაჩაო რუსები ვერ ვქაჩავთო და მაგან რა უნდა გაქაჩოსო. ხვიჩა გახდა ჩემოიონი და საუკეთესო ფეხბურთელი კიდე მოხვეტა სხვა ტუტულები დაგლიჯა იტალია რასაც ქვია, და ეხლა ბებერი რუსი ჩერჩეტი იმას იძახის აი ტრამვები რომ არაო მაგას იზავდაო მირანჩუკიც. სტF, წარმოგიდგენიათ მირანჩუკი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი? დიდი დიდი პოლიტანოს დონეზე გაქაჩოს, მარა ამ რუსებს ხომ ტვინში კომპლექსები და პრობლემები აქვთ. ტყუილისთვის დაისჯება რუსი და კიდე ახალ ტყუილებს იგონებს
7
იმიტომ, რომ მირანჩუკი ისეთი ნიჭიერი არაა, როგორც ხვიჩა. რად უნდა ამას ამდენი მარჩიელობა?
გიორგი
18:57 10-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული