Sport Business Mag: ბრილიანტი ჩაკვეტაძე შეიძლება "მეცისთვის" წყალობად იქცეს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვატაძის "გენტიდან" "მეცში" შესაძლო გადასვლაზე ფრანგული Sport Business Mag-ი წერს და ქართველს, სათამაშო კლასის მიხედვით, აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "მეცი" დაუმუშავებელ ბრილიანტზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ნადირობს, ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველის შესაძენად ემზადება, რამაც შეიძლება სატრანსფერო ბაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენოს, რამეთუ ეს თამამი ნაბიჯი იქნება და არაა გამორიცხული, ლიგა 1-ში ვითარება შეცვალოს:

"ამჟამად ფრანგული კლუბი "გენტთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და იმედი აქვს, რომ 23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით (დაახლოებით 2 მილიონი ევრო) იჯარით აიყვანს.

თუ ტრანსფერი წარმატებულად განხორციელდა, შეიძლება
"მეცისთვის" წყალობად იქცეს, ვინაიდან მათ ნახევარდაცვას ახალი განზომილების ძალას შემატებს; აგრეთვე, ჩაკვეტაძეს ფორმის აღდგენის და თავისი უდავო პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
საფრანგეთიც კარგია,მაგრამ მისი სტილი უფრო ესპანური ფეხბურთია,კარგი იქნებოდა ვალენსია,ალმერია,მალიორკა,რაიო ვალეკანო,სელტა,ესეთი კლუბები!!!!
ანი
11 ივლისი 2023 17:06
2
შენს პირს შაქარი, მინდია! უფალს ვთხოვ, ჯანმრთელობა შეუნარჩუნე გიორგის. დანარჩენს ყველაფერს შეძლებს! მთელი საქართველო გგულშემატკივრობს, შვილო! მაგარი ხარ და კიდევ მრავალჯერ გაგვახარებ! რაც ყენიას, რომელიც შენნაირი ტალანტი იყო, დააკლდა მსოფლიო აღიარებამდე, შენ მოგცეს უფალმა და ფეხბურთის ღმერთმა!
alexandre
11 ივლისი 2023 11:37
0
ნეტავი მართლა მალე დადგებოდეს ის დღე,როცა გიორგი თავისი ფანტასტიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შესძლებდეს.როგორ გავიხარებდით?!!!!
მინდია
11 ივლისი 2023 07:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული