მიქაუტაძის თაობაზე "ლაციომ" "მეცს" პირველი შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, "ლაციომ" "მეცს" გიორგი მიქაუტაძის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა.

"ლაციო" გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება. რომაულმა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებულ კლუბს რამდენიმე საათის წინ პირველი შეთავაზება გაუკეთა. მოგეხსენებათ, ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის გასულ სეზონში 37 შეხვედრა ჩაატარა და თავი 23 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა".

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა, რომ გიორგის სამსახურით "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მას შემდეგ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ მინდა ლაციოში გადავიდეს ზუსტად თავის სტილის გუნდია დაბალი გადაცემები
beqa
20:50 12-07-2023
0
ოქროს თაობა გვყავს, ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ
123 321
20:02 12-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული