იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, "ლაციომ" "მეცს" გიორგი მიქაუტაძის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა.
"ლაციო" გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება. რომაულმა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებულ კლუბს რამდენიმე საათის წინ პირველი შეთავაზება გაუკეთა. მოგეხსენებათ, ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის გასულ სეზონში 37 შეხვედრა ჩაატარა და თავი 23 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა".
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა, რომ გიორგის სამსახურით "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მას შემდეგ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.