"ფროსინონემ" გიორგი კვერნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს გუნდში რამდენიმე დღის წინ გადავიდა.
- მოგესალმებით "ფროსინონეში" გიორგი, რას ელით მომავალი სეზონისგან?
- პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ "ფროსინონეში" ჩამოვედი (გადმოვედი). დარწმუნებული ვარ როგორც გუნდისთვის ისე პირადად ჩემთვის კარგი სეზონი იქნება.
- შეგიძლიათ უკეთ აგვიხსნათ თქვენი ტექნიკური მახასიათებლები? გყავთ ფეხბურთელი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროა?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია ყველაფერი მოედანზე დავამტკიცო. მყავს კერპი ფეხბურთელიც, ხვიჩა კვარაცხელია.
- გასულ სეზონში თქვენი კუმირის, "კვარას" თამაშებს თუ მიადევნეთ თვალი (სიტყვა-სიტყვით მიჰყევით გზას)
- დიახ, ყველა თამაში ვნახე და ვფიქრობ მთლიან სეზონში ხვიჩას საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, ფანტასტიკური ფეხბურთელია.
- მოედანზე სად გირჩევნია თამაში?
- საყვარელი პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ.
- რატომ გადაწყვიტე "ფროსინონეში" გადმოსვლა? რამ დაგარწმუნათ?
- "ფროსინონე" იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს მიმართ დიდი ინტერესი ქონდათ, მინდოდა მიმეღო ეს გამოცდილება. ჩემი ოცნებაა იტალიაში, სერია A-ში თამაში იყო, როდესაც მაისურს მოვირგებ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.
კვერნაძის გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს, 19 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს.