სლოვაკური "პრავდა" წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, "გენტი" მასში დაახლოებით 5 მილიონ ევროს ითხოვდა, უპირატესობა იმ კლუბს მიანიჭა, რომელიც ფინანსურ გარანტიებს შეასრულებდა. ქართველი შეთავაზებების ნაკლებობას არ განიცდიდა და "მეცის" სახით ახალი გუნდი აირჩია.
გამოცემა წერს, რომ "სლოვანი" ჩაკვეტაძის შემცვლელად ახალ ქართველს ეძებს და ის, ალბათ, "საბურთალოს" კაპიტანი იური ტაბატაძე იქნება, 23 წლის უნივერსალს ფლანგზეც შეუძლია ითამაშოს და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც და მან ამ სეზონში 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.