girondins4ever-ი Bleu Gironde-ის ჟურნალისტის, კლემან კარპენტეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბორდოს" ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის სამსახურით ალპებს იქით დაინტერესდნენ.
გამოცემა წერს, რომ ქართველმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავი წარმოაჩინა, მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და რამდენიმე კლუბს და მათ შორის, იტალიურებს, მისი ხელში ჩაგდება სურს:
"ის იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზოგიერთი კლუბი "შეტევაზე" გადმოვიდა. ქართველი ჟირონდულ გუნდში პირველივე სეზონში საკმაოდ შესამჩნევი იყო, 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და იტალიური კლუბების წარმომადგენლებმა მასზე დაკვირვება დაიწყეს.
ერთმა ტრანსალპიურმა გუნდმა "ბორდოს" დავითაშვილში 9 მილიონი ევრო შესთავაზა. transfermarkt-ის მიხედვით,
ჯერ კიდევ უცნობია, დიდხანს შეძლებენ თუ არა ჟირონდელები მაცდუნებელ შეთავაზებებზე წინააღმდეგობის გაწევას, რათა კლუბის პრეზიდენტ ჟერარ ლოპესის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ნაწილი დაფარონ. ამ ეტაპზე მათი მიზანი ზურიკოს შენარჩუნება და "არასასურველებთან" დამშვიდობებაა, ვიდრე ისეთ წინადადებას არ მიიღებენ, რომელზეც უარის თქმა ძნელი იქნება".
მოკლედ, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იზრდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული, სერია A-ში კიდევ რამდენიმე ჩვენებური ვიხილოთ.