90 მილიონი ევრო ხვიჩას სანაცვლოდ - "ნიუკასლი" "ნაპოლის" შეთავაზებას უმზადებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება. Il Mattino-ს ცნობით, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

"ხვიჩას მიმართ ყველანაირ შემოთავაზებას დე ლაურენტისი ბლოკავს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებაზე. ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგური გუნდის წარმომადგენლები მზად არიან "პარტენოპეის" პრეზიდენტს სერია A-ს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ" - წერს გამოცემა. 

რაც შეეხება დე ლურენტისის პოზიციას, არსებობს 2 ვარიანტი - ან დაბლოკავს ყველანაირ შეთავაზებას ან მოაწყობს ე.წ. აუქციონს, რადგან ფასი რაც შეიძლება მაღლა აწიოს. 

მომზადებულია Areanapoli-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 41 /
ქართველი ვითომ გულშემატკივარი იმდენს მიაღწევს რომ ამ ბიჭს სურვილი აღარ დარჩება ამ ნაკრებში თამაშის,ისე მართლა არ არის ამის ღირსი ნახევარზე მეტი საქართველო და მ......დ..ტ,იმ დანარჩენ საქართველოს გაუმარჯოს ვის გულებშიაც ბიღმისა და შურის ადგილი არ არის...
MARGALONA
14:13 15-07-2023
4
გული მიგრძნობს ხვიჩა "ნიუკასლში" გადავა, საფეხბურთო სამყაროს უფრო გადარევს, ძირითადშიც ითამაშებს და შარშანდელზე მეტ გოლსაც გაიტანს!
"წუხელი სიზმარი ვნახე..."
12:54 15-07-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული