ლოჩოშვილმა "რაიო ვალეკანოში" გაშვება ითხოვა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემები ლუკა ლოჩოშვილის "რაიო ვალეკანოში" შესაძლო გადასვლაზე ისევ ავრცელებენ ინფორმაციებს.

Onefootball-ი წერს, რომ მიუხედავად "კრემონეზეს" სერია B-ში გავარდნისა, ლოჩოშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონატის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სიმაღლე (191 სმ) მეორე სართულზე კარგად თამაშის საშუალებას აძლევს და საერთოდ, დაცვაში უნარიანად მოქმედებს.

GolaTV "ტვიტერით" იტყობინება, რომ ქართველმა კრემონულ კლუბს გაშვება სთხოვა და თუ დათანხმდნენ, "რაიო ვალეკანო" 2.5 მილიონ ევროდ შეიძენს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ესპანეთის ლა ლიგაში გადასვლა, ვიდრე სერია ბ-ში გამოსვლა, უდავოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან რაიოდან შეიძლება კიდევ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა...
ლაშა
19:31 15-07-2023
1
იმედია გაუშვებენ
კიო
20:03 15-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული