ესპანური გამოცემები ლუკა ლოჩოშვილის "რაიო ვალეკანოში" შესაძლო გადასვლაზე ისევ ავრცელებენ ინფორმაციებს.
Onefootball-ი წერს, რომ მიუხედავად "კრემონეზეს" სერია B-ში გავარდნისა, ლოჩოშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონატის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სიმაღლე (191 სმ) მეორე სართულზე კარგად თამაშის საშუალებას აძლევს და საერთოდ, დაცვაში უნარიანად მოქმედებს.
GolaTV "ტვიტერით" იტყობინება, რომ ქართველმა კრემონულ კლუბს გაშვება სთხოვა და თუ დათანხმდნენ, "რაიო ვალეკანო" 2.5 მილიონ ევროდ შეიძენს.
მახსენდება როდესაც ლუკა ლოჩოშვილს ავსტრიის ჩემპიონატში მეტოქის ფეხბურთელისადმი პირველადი დახმარების გაწევისთვის დაჯილდოებისას რონალდო რობერტო კარლოსთან ერთად ცერემონიალს ესწრებოდა. იქიდან ახსოვდა ეტყობა(:-:)