კვერნაძემ "ფროზინონეში" პირველი გოლი გაიტანა - თანაც, როგორი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ფროზინონეს" 20 წლის ახალწვეულმა გიორგი კვერნაძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.

"მონდრაგონესთან" მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (7:0) კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს, მერე კი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეტოქის კარი დალაშქრა.

62-ე წუთზე გიორგიმ მცირე დაზიანება მიიღო, ცოტა ხანი კიდევ ითამაშა და შეცვალეს.

19 ივლისს "ფროზინონე" მორიგ სპარინგს "ფერენტინოსთან" გამართავს, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები კვერნაძეს! ძალიან ნჭიერია და იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებს. გაუგებარია ეს ბიჭი და სიგუა რატომ არ იყვნენ ახალგაზრდულში?
არტ
09:03 17-07-2023
1
ფოთის კოლხეთი ფორმალურად ისე ჯუღელთია მისი აგენტი და კონტრაქტიც მასთან ჰქონდა , რაც შეეხება თამაშს გეგუჩაძეს ხანდახან შეცვლებზე ნახევარი ტაიმი მაინც შეეხლძლო ეთამაშებინა , არც ისეთი ვარსკვლავები ჰყავს ბათუმს
დავითი
10:29 16-07-2023
0

სიახლეები პოპულარული