kicker: ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეს" დატოვებს

AutoSharing Option
"ფეჰერვარიდან" 2023 წლის იანვარში "კარლსრუეში" გადასული საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გუნდს გამოიცვლის.

ამის შესახებ "კარლსრუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა "ბალინგემთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:0) "კიკერს" განუცხადა: "მას სხვა კლუბისგან აქვს შეთავაზება და წასვლა უნდა. ეს ასევე კლუბისთვის იქნება საინტერესო, ამიტომ ამ საკითხით დაკავებული ვართ.

ჩვენ ვიცით, რა გვჭირდება. გასაგებია, რომ სანაცვლოდ ორ ფორვარდს ავიყვანთ. ეს ჩემი სურვილიცაა. ზივზივაძის წასვლა ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანია".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ თვითონაც წასვლა უნდა და ფინანსურად გუნდისთვის მისი წასვლა მომგებიანია( ორ ფორვარდს ვიყოდითო) მაშონ ორი ვარიანტია- ან უკეთესი ევროპული გუნდი ყიდულობს, ან არაბები.პირველი ვარიანტი უკეთესი იქნებოდა რა თქმა უნდა.
არტ
10:52 16-07-2023
1
ბუდუ ალბათ ისეთ გუნდში გადავა სადაც მთავარი ფორვარდი იქნება, სამწუხაროდ უფრო დაბალი დონის ჩემპიონატში უნგრეთში,პოლონეთში ან კვიპროსში...
Givi
09:34 16-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული