"კარლსრუეს" მწვრთნელი: ზივზივაძემ მოლოდინი გაამართლა და მეტ სათამაშო დროს მიიღებს

AutoSharing Option
ტრავმის გამო "კარლსრუეში" ბუდუ ზივზივაძეს დებიუტი დაუგვიანდა - 5 მარტს ის "ჰანზასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ხვალ "კარლსრუე" "ჰამბურგს" უმასპინძლებს და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველი შეაქო.

"HSV-სთან შესაძლოა, ახალწვეულ ზივზივაძეს უფრო მეტად დავეყრდნოთ, რომელმაც გასულ უქმეებზე უკვე ითამაშა. მან ყველაფერი გვაჩვენა იმისათვის, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რამეთუ ჩვენი მოლოდინი გაამართლა. გუნდთან ადაპტაციამ წარმატებით ჩაიარა", - ციტირებს აიხნერს ka-news-ი.

ბუდუ 10 მარტს 29 წლის გახდა და კლუბმა დაბადების დღე გულთბილად მიულოცა.

"კარლსრუემ" ჩემპიონატზე
ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და მეცხრე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კობიმ და იაშკამ რატომ არ წაიყვანეს ბუდუ თავის საყვარელ რუსეთში? მათი არჩევანი ხომ რუსეთია!
ბაში აჩუკი.
12:00 11-03-2023
21
იუბილეს ვულოცავ ბუდუს ჯანმრთელობას და ყოველივე კარგს. წარმატებები.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
04:30 11-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული