საბა კვირკველია საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 31 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც სამი დღის წინ "ნეფთჩისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

საბა 30 წლის რუმინელ მცველ ანდრეი ბურკასთან (კლუჟი) ერთად საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ "ალ ოხდუდში" გადავიდა.

კვირკველიამ "ალ ოხდუდთან" 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.

Sportall.Ge

"ალ ოხდუდი" ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაჯრანის გუნდია, 1976 წელს დაარსდა, საშინაო მატჩებს 12-ათასიან "გრაუნდ პრინს ჰატლულზე" ატარებს, ორჯერ აქვს მოგებული მეორე დივიზიონი, წელს მესამე ადგილზე გავიდა და ელიტურ ლიგაში დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
როგორ შეიძლება საუდის არაბეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა?
ბესი
01 აგვისტო 2023 23:16
1
კაია,სხვებიც წავიდნენ,ლარს გაამყარებს საზღვარგარეთ ფულის შოვნა და ჩამოტანა(კაზინოები არ იქნება იქ,ონლაინზე უნდა დაიბლოკა თავი და ეგაა)
Levani
16 ივლისი 2023 17:39
1
სოფელი არაა ისტორიული ქალაქია ნაჟრანი ტურისტული ლამაზი მშვიდი ყველას გირჩევთ წახვიდეთ
ვალერი
16 ივლისი 2023 15:13
0
აზერბაიჯანს ყველანაირად აღემატება საუდის არაბეთის ჩემპიონატი, გინდ სპორტული თვალსაზრისით გინდა ფინანსურად. წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოჩაღ საბა. იქ ისეთები გადადიან ევროპიდა მჯერა საბა აიმაღლებს უფრო გამოცდილებას. უფრო უკეთესი გახდება ნაკრებისათვის.
G.LA
16 ივლისი 2023 13:59
1
არაა ეს ცუდი ვარიანტი ჯერ ერთი რა ვარსკვლავთ ცვენაა საუდეთში კი ვიცით და მინიმუმ4 ვწელი ნაკრებს უნდა გამოადგეს და ფულსაც რომ იშოვის ასაკში ესეც კარგია რადგან მერე ვინ მიცემს .
სამტრედია
16 ივლისი 2023 13:16
0
საბამ ფორმის აღსადგენად,საქართველოში,მგონი უფასოდ,ან თითქმის უფასოდ ითამაშა და კლუბს ყოველნაირად დაეხმარა. ამის მერე წავიდა აზერბაიჯანში და ნაკრებშიც ითამაშა.არაბეთში,რამდენიმე გუნდში მაინც ისეთი დონის ფეხბურთელები თამაშობენ,რომ არა მგონია საბამ ფორმა დაკარგოს.ფინანსები კი,რა თქმა უნდა იქ უფრო მეტი იქნება.იმედი მაქვს ისეთ დონეზე ითამაშებს,რომ ნაკრებსაც კვლავ დაეხმარება.წარმატებებს ვუსურვებ საბას!
სოსო
16 ივლისი 2023 11:50
1
სოფლის გუნდი არა ტოროლა,საუდის არაბეთში დღეს ცხოვრება-ათას ერთი ღამის-ზღაპარია,შეიხების კლანი და მთავრობა ხალხისთვის არა,ცხოვრების დონე,ჯერად მეტია ჩვენსაზე .კვირკველია ყოჩაღია და ნეფთჩიში კი რუმინელმა მუტუმ არ გააჩერა ,ასაკშიაო- ნელიაო.
მიხო კახელი
16 ივლისი 2023 11:02
1
ფოტოზე ერთი სოფლის გუნდი უნდა იყოს, ამ გუნდის მფლობელს ნავთობის წილი არა მაგრამ ერთი მაღაზია ექნება სადმე
გოგა
16 ივლისი 2023 10:32
22
ვაა, წარმატებები საბას. მინიმუმ ფულს იშოვის რაღა...
ლაშა
16 ივლისი 2023 10:00
0
აზერების ჩემპიონატს 100 თავით ჯობს მანდ თამაში, იმდენი ვარსკვლავი წავიდა და კიდევ წავა, რომ ტოპ 5 ის მერე შეიძლება საუკეთესო ლიგა იყოს ამ ეტაპზე.
Givi
16 ივლისი 2023 09:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული