"თუ ხვიჩა ამას გააკეთებს, კვლავ შედეგიანი სეზონი ექნება" - გარსიამ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, იმისათვის, რომ ქართველ ფეხბურთელს კვლავ შედეგიანი სეზონი ჰქონდეს, თანაგუნდელებმა პასებით უნდა მოამარაგონ.

"არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებზე მეტად ჩანან, ხვიჩა ამის კარგი მაგალითია, რადგან ბევრ გოლს იტანს და თანაგუნდელებსაც საგოლე პასებით ხშირად ეხმარება. თუმცა იმისათვის, რომ კვლავ შედეგიანი სეზონი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ პასებით მოამარაგონ. იმედი მაქვს, "კვარაც" და ოსიმენიც განსხვავების შექმნას გააგრძელებენ.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გუნდზე წინ არავინ დგას, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია,
კონკრეტულ ინდივიდებზე საუბარი არ მიყვარს", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელია და ოსიმენი - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული...

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან მალე ხვიჩა უკვე შეუერთდება გუნდს და დაიწყებს ვარჯიშს. შარშან დეტალებში მახსოვს მისი ყველა ვარჯიში, იუთუბზე ლაივშიც ვუყურებდი როცა დრო მქონდა. მერე საუკეთესო მომენტები გადმოჰქონდათ ქართულ საიტებს და დებდნენ. ისიც მახსოვს, ერის ნაწილი როგორ ღიზიანდებოდა, ვარჯიშზე თუ კაცი მოატყუა, ვარჯიშზე თუ გოლი გაიტანა დიდი ამბავი რას შეგვაღონეთო. მერე ამხანაგურები რომ დაიწყო ყველა თამაშზე გაიტანა და აბა სერია რომ დაიწყება იქ რას იზამს ,თორე ამხანაგურები დიდი არაფერიო. მერე სერია ა ში პირველივე თამაშზე რომ გაიტანა ვერონასთან და მონცასთან, ეგენი არაა დიდი გუნდები აბა დიდ გუნდებთან ვნახოთო, ლაციოს რომ გაუტანა აბა ჩემპიონთა ლიგაზე რას იზამსო, ლიგაზე ლივერპული 4:1 რომ დაამარცხა ახლა სანაკრებოები უწევს და მთავარია იქ რას იზამსო, მერე სანაკრებოებზე ორივე თამაშში მაკედონიას და გიბრალტარს რონ გაუტანა დაველოდოთ სეზონს, წინასწარ არ გვინდა აჟიოტაჟიო, მერე ტრავმა მიიღო ცოტა ხნით და გაჩუმდნენ...
იანვარში სეზონი რომ განხლდა ინტერთან პირველი თამაში წააგო ნაპოლიმ და წამოვიდა ისევ, ხომ გითხარით დიდ გუნდებთან ვერაფერს იზამსო..
მერე იუვენტუსს სასწაულები ჩაუტარა და ქართველმა იუვენტუსის ფანებმა აგინეს. მერე ისევ უმაგრესი თამაშები დადო, დაბადების დღეზე გოლი გაიტანა კრემონეზესთან, მერე სასუოლოს, ატალანტას სასწაული გოლები გაუტანა და ამასობაში მარტის ბოლო რომ მოვიდა, კი აღმოჩნდა რომ სკუდეტო მოგებული ჰქონდა. მერე იყო უგოლო თამაშები, რომლებზეც ხარისხი იგივე იყო რაც აქამდე მაგრამ გოლი პირადად მას არ გაუტანია, ეს საკმარისი აღმოჩნდა უცოდინარი ხალხისთვის, როგორც ბრბოს ტალღა ისე რომ აზვირთებულიყო მის წინააღმდეგ და რათქმაუნდა ბოლო წერტილი ახალგაზრდულ ნაკრებში არ თამაში.

ახლა ვუყურებ ახალგაზრდა ფეხბურთელის არდა გულერის ვარჯიშებს რეალში და რამდენ ფინტსაც გააკეთებს და კაცს მოატყუებს იმდენს ანიუსებენ, არსად მინახავს თურქები წერდნენ, ნუ მოგვაბეზრეთ თავიო, დიდი ამბავი თუ ფინტებს აკეთებს ვარჯიშზეო, თუ მაგარია ბარსას გაუტანოსო. მსგავსი არაფერი მესმის, უპირობოდ უჭერენ მხარს.

მხარდაჭერა მარტო ის კი არაა, აღტყინებული ჩახვიდე იტალიაში პიცის საჭმელად და აემ ფრომ ჯორჯია იძახო, მერე კვარას დააყვედრო შენს საგულშემატკივროდ დავდიოდიო...
გულშემატკივრობა ისაა, როცა ყველანაირ სიტუაციაში შენს საყვარელ ფეხბურთელს მხარს უჭერ.
ყველა ქვეყანამ ისწავლა საქართველოს გარდა.

ახლა ვარჯიშების ვიდეოებს ისევ თუ დადებენ და ისევ თუ გაგაღიზიანებთ ხვიჩას თამაში, ჩემი რჩევა იქნება დაბლოკოთ ყველაფერი და რაც მოგწონთ იმას მიაწვეთ, ვიდრე აქ ილანძღოთ.
3
ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. კარგი დასაწყისია!
გიორგი
15:02 16-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული