უკვე 100 მილიონი - "ნიუკასლი" კვარაცხელიას შესაძენად უკან დახევას არ აპირებს

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნიუკასლში" შესაძლო გადასვლაზე ისევ აქტიურად წერს. Daily Mail-ი იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ სერიოზულად გადახალისდება და გაძლიერდება, კვარაცხელიას სანაცვლოდ ნეაპოლურ კლუბს 82 მილიონი ფუნტი (95 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაც "კაჭკაჭებისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესანიშნავი სეზონის შემდეგ კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღება მიიპყრო; ნეაპოლელებმა შეთავაზებაზე არ უპასუხეს, რამეთუ მისი შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი.

football365-ის ცნობით, "ნიუკასლი" მზადაა შეთავაზება გაზარდოს, ქართველში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც "ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპისთვის ძლიერი დარტყმა
იქნება, ვინაიდან მას "კვარას" თამაში ძალიან მოსწონს და როგორც ადრე გამჟღავნდა, ცდილობდა, კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა, ხვიჩას "ენფილდზე" გადასაბირებლად "ნაპოლისთვის" გიგანტური თანხა შეეძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
არ უნდა წავიდეს 1-2 წელი მერე რეალი ან ბარსა ესპანეთი მოკლედ და არა ნიუკასლი და ინგლისი.
ქომაგი
18 ივლისი 2023 02:23
0
ოცნებობ?)))
Gio
18 ივლისი 2023 16:50
0
ამ სეზონში არ გაყიდიან გამორიცხულია
გიო
18 ივლისი 2023 01:42
0
არა გამორიცხული გაუშვას იმ ვაჭარმა, მომავალ წელს რა იქნება რა იცის? ოსიმენი თუ არ გაიყიდა, ხვიჩას გაყიდის, თუ რეალურია რასაც წერენ, 100 მილიონი ევროზე უკვე ნაპოლს კი არა გრანდები ვერ ინარჩუნებენ ფეხბურთელებს
გოგა
17 ივლისი 2023 21:38
1
ხვიჩა დარჩება "ნაპოლიში"... ესე სურთ დუდუს და დონ ვინჩენსოს.
tngh
17 ივლისი 2023 18:48
1
რეზო ფეხბურტის არაფელი გაგებება მაგიტოვარტ ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ
kaka
17 ივლისი 2023 17:58
2
როგორ იცვლება დრო! ინგლისის ჭ კლადის გუნდებს სერია ას საუკეთესო ფეხბურთელები მიყავთ(
რეზო
17 ივლისი 2023 15:44
8
ეგ მომატება არაა, უბრალოდ ფუნტები ევროებში გადაიყვანეს და სავარაუდოდ, დი ლაურენტისსა და ჯუღელს შორის განსხვავებასაც არ იმჩნევენ...
დდდ
17 ივლისი 2023 13:32
2
მსოგლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ფლობს ნიუკასლს და დიდი მომავალი რომ აქვს მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. თან პრემიერ ლიგაც სულ სხვა დონეა. რაც შეეხება ნაპოლის ახლოსაც ვერ მივა პრემიერ ლიგის გიგანტებთან ვერც ფულით და ვერც ამბიციით. სიმართლე ვთქვა ნაპოლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს მაგრამ ლაურენტისთან მუშაობის რა გითხრათ.
გუჯი
17 ივლისი 2023 13:31
4
რა თქმა უნდა ნაპოლისთან კონტრაქტის პირობები არც მე ვიცი,მაგრამ არჩილ ბერიძეს,თუ ჭკუა ჰქონდა,კონტრაქტში უნდა ჩაედო მუხლი,რომლის ძალითაც,ნაპოლიდან სხვა კლუბში კვარას გაყიდვის შემთხვევაში,ბათუმს რაღაცა პროცენტი უნდა მიეღო,სატრანსფერო თანხიდან.ასევე,კვერნაძის და დავითაშვილის შემთხვევაშიც.ირაკლი აზაროვის კონტრაქტში,ვიცი,რომ ეს მუხლი ჩაწერილია.
სოსო
17 ივლისი 2023 13:17
1
ჯერ ერთი რატომ უნდა მიეღო პროცენტი ? რაა ბათუმმა გაზარდა და ბათუმში თამაშით მიიქცია ყურადღება ? ბათუმში იმიტომ წაიყვანა ჯუღელმა რომ უკვე გადაწყეტილი იყო ნაპოლისთან კონტრაქტი და უბრალოდ ფორმის შესანარჩუნებლად წაიყვანა იქ ! და ამისთვის ბათუმმა ისედაც მიიღო მსუქანი წილი ფაქტიურად არაფერში ! მეორე--იმ პროცენტების მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება ჩაშლილიყო ნოლაპარაკება და მესამე--ხოო აი ზუსტად მაგ ჭკუაზე იყვნენ ჯუღელიც და ხვიჩას ოჯახიც კიდევ პროცენტები ეხადათ ბათუმისთვის როცა ფაქტუირად არაფერ შუაში არ იყო ბათუმი არც ხვიჩას გაზრდაში და არც კონტრაქტის დადებაში ნაპოლისთან DD და კიდევ--ჯუღელი სულაც არაა ისეთი უბრალო და გულუბრყვილო როგორც ინტერვიუებში გამოიყურება ! ბათუმში სანამ წაიყვანდა ასიანი ყველაფერი გაითვალისწინა და ბათუმთან ხელშეკრულება დადო რომ ნათუმო მარტო იმ წილით დაკმაყოფილდებოდა(კიდევ ვიმეორებ არაფერში ფაქტიურად) და თანაც ხვიჩას ბათუმში გამოჩენამ მაყურებლებიც მოუმატა ბათუმს და იმათაც მეტი რაღა უნდოდსათ--ციდან ჩამოვარდნილი კაი ფული პლიუს გუნდის პოპულარობის მომატება !
zura222
17 ივლისი 2023 16:25
3
არანაირად არ უნდა წავიდეეს ! ჯერ ერთი სადაცაა იქ მშვენივრადაა გუნდის ლიდერია მთელ ნეაპოლს უყვარს და პრემიერ ლიგაში რომ წავიდეს იმ ყასბებთან შეიძლება ტრავმას გადაურჩეს(იმიტომ რომ უკვე ძალიან ძლიერია ფიზიკურად)მაგრამ მოერგება თუ არა იქაურ სტილს ეგეც საკითხავია ! მითუმეტეს რუდი გარსია თამაშობს 4-3-3 ან 3-4-2-1 ტაქტიკით და ეს ხვიჩას აწყობს -ფლანგზე უკან 2 თანაგუნდელი რომ ეყოლება დაცვაში ხშირად სირბილი არ მოუწევს და გაილაღებს შეტევაში თანაც ჩვენი ნაკრებიც დაახლოებით ამ ტაქტიკით თამაშობს და პლიუს გარსიამ უკვე არაერთხელ თქვა რომ კვარა უფრო მეტს გააკეთებს თუ უფრო ხშირად მისცემენ პასებსო და ჩვენც და ხვიჩასაც მეტი რა გვინდა ?
zura222
17 ივლისი 2023 12:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული