20 წლის კვერნაძემაც ყველას დაანახა, მის კოზირებად რა მიიჩნევა და თავიდანვე მათ გამოყენებას შეუდგა. საქმე მხოლოდ გოლში არაა, გიორგის სხვა სასარგებლო აქტივობებიც ჰქონდა და მზადების საწყის ეტაპზევე მთავარ მწვრთნელს აგრძნობინა, მისი იმედი რომ შეიძლება ჰქონდეს. აგვისტოს ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ჩვენებურმა ასევე უნდა განაგრძოს. ისიც თავიდანვე გამოჩნდა, ამ ტიპის შემტევებს ფეხებში რა ხშირად ხვდება, კვერნაძე სიფრთხილის მიზნით მოედნიდან გაიყვანეს.
ძალიან გვინდა, გიორგი, ხვიჩას მსგავსად, ფიზიკურადაც ბოლომდე მზად იყოს, გამოწვევებს გაუძლოს. წინა სეზონის დასაწყისში კვარაცხელიას კონდიციებსაც გარკვეული დრო დასჭირდა, შეუცვლელად რომ ეთამაშა, სპალეტის ტაქტიკურ სქემაში ბოლომდე ჩამჯდარიყო, დაცვაში თამაში კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა. კვერნაძეს ძალიან კარგი "მასწავლებელი" ჰყავს - "კვარას" განვლილი სეზონი, მისი დამოკიდებულებები. რა თქმა უნდა, ისიც, თუკი ძლიერ საფრთხეს იგრძნობენ, მოწინააღმდეგეთა დამრიგებლები ეცდებიან, კვერნაძის მიმართ დაცვითი ზღუდეები უფრო გაამყარონ. "კვარას" ირგვლივ მინიმუმ ორი მცველის ყოფნა ჩველებრივი ამბავი იყო, რასაც ის წარმატებით უმკლავდებოდა!..
არ გვსურს, კვერნაძე ზედმეტად დავძაბოთ. ამავდროულად, მან ზუსტად იცის, რა დონის ლიგაში მოხვდა და რაა საკმარისი, რათა აქ წარმატებული იყოს. მისი თანამემამულის აწეული თამასა ძალიან მაღალია, რაც პასუხისმგებლობას ისედაც უზრდის, თუმცა გიორგიმ უნდა ითამაშოს ლაღად, საკუთარ ძალებში დარწმუნებულად!.. დიდი იქნება მწვრთნელის როლი, რა რეაგირება ექნება მას, როცა შემტევებს ყველა დრიბლინგი ერთნაირი წარმატებით არ გამოუვათ, რამაც შესაძლოა, საკუთარ კართან შეტევა გამოიწვიოს; რა დავალებები ექნება გიორგის. ეუსებიო დი ფრანჩესკოსგან მაინც 3-4-2-1 ტაქტიკურ სქემაში ველით, სადაც ძლიერი ნახევარდაცვის პირობებში, ჩვენებური შეტევაზე მეტად იფიქრებს.
სერია "ა" უფრო "ქართული" და საინტერესო ხდება!..
კვერნაძემ "ფროზინონეში" პირველი გოლი გაიტანა - თანაც, როგორი! [VIDEO]
კვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია
ვიმედოვნებ კვერნაძეც არ ჩამორჩება ამ ასპექტში მიუხედავად იმისა რომ პირველივე შეხვედრაში ტრამვა მიიღო. თან კვარასგან განსხვავებით მას თავით თამაშიც უკეთ გამოსდის.