"ასე იწყებდა ხვიჩა" - კვერნაძის უპირატესობები და სირთულეები, რაც დებიუტშივე გამოჩნდა...

AutoSharing Option
ზუსტად ერთი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" რიგებში სასტარტო, ამხანაგურ მატჩებში გაჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა განცდა, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა და ქართველ გარემარბს თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვან შეხვედრებში უნდა დაემტკიცებინა. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო - გვინახავს ფეხბურთელები, აკლიმატიზაციის პროცესი ძალიან რომ გაეწელათ და მათი კარიერა ამან მნიშვნელოვნად შეცვალა, "კვარა" კი სიტუაციას თავიდანვე თამამად და ენერგიულად მოერგო, მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემდა; მოულოდნელობის ეფექტიც დიდი იყო. ამის შემდეგ კვარაცხელიასთვის საგანგებო დაცვითი ტაქტიკის შემუშავება დაიწყო. "ასე იწყებდა ხვიჩა" - ამ გამოხმაურებებს წააწყდებოდით
გიორგი კვერნაძის სადებიუტო მატჩზე. "ფროზინონესაც" სუსტი მეტოქე ჰყავდა, თუმცა ეს ქართველი ასევე მარცხენა გარემარბის მშვენიერ დებიუტს საერთოდ არ აკნინებს.

Sportall.Ge

20 წლის კვერნაძემაც ყველას დაანახა, მის კოზირებად რა მიიჩნევა და თავიდანვე მათ გამოყენებას შეუდგა. საქმე მხოლოდ გოლში არაა, გიორგის სხვა სასარგებლო აქტივობებიც ჰქონდა და მზადების საწყის ეტაპზევე მთავარ მწვრთნელს აგრძნობინა, მისი იმედი რომ შეიძლება ჰქონდეს. აგვისტოს ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ჩვენებურმა ასევე უნდა განაგრძოს. ისიც თავიდანვე გამოჩნდა, ამ ტიპის შემტევებს ფეხებში რა ხშირად ხვდება, კვერნაძე სიფრთხილის მიზნით მოედნიდან გაიყვანეს.

ძალიან გვინდა, გიორგი, ხვიჩას მსგავსად, ფიზიკურადაც ბოლომდე მზად იყოს, გამოწვევებს გაუძლოს. წინა სეზონის დასაწყისში კვარაცხელიას კონდიციებსაც გარკვეული დრო დასჭირდა, შეუცვლელად რომ ეთამაშა, სპალეტის ტაქტიკურ სქემაში ბოლომდე ჩამჯდარიყო, დაცვაში თამაში კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა. კვერნაძეს ძალიან კარგი "მასწავლებელი" ჰყავს - "კვარას" განვლილი სეზონი, მისი დამოკიდებულებები. რა თქმა უნდა, ისიც, თუკი ძლიერ საფრთხეს იგრძნობენ, მოწინააღმდეგეთა დამრიგებლები ეცდებიან, კვერნაძის მიმართ დაცვითი ზღუდეები უფრო გაამყარონ. "კვარას" ირგვლივ მინიმუმ ორი მცველის ყოფნა ჩველებრივი ამბავი იყო, რასაც ის წარმატებით უმკლავდებოდა!..

Sportall.Ge

არ გვსურს, კვერნაძე ზედმეტად დავძაბოთ. ამავდროულად, მან ზუსტად იცის, რა დონის ლიგაში მოხვდა და რაა საკმარისი, რათა აქ წარმატებული იყოს. მისი თანამემამულის აწეული თამასა ძალიან მაღალია, რაც პასუხისმგებლობას ისედაც უზრდის, თუმცა გიორგიმ უნდა ითამაშოს ლაღად, საკუთარ ძალებში დარწმუნებულად!.. დიდი იქნება მწვრთნელის როლი, რა რეაგირება ექნება მას, როცა შემტევებს ყველა დრიბლინგი ერთნაირი წარმატებით არ გამოუვათ, რამაც შესაძლოა, საკუთარ კართან შეტევა გამოიწვიოს; რა დავალებები ექნება გიორგის. ეუსებიო დი ფრანჩესკოსგან მაინც 3-4-2-1 ტაქტიკურ სქემაში ველით, სადაც ძლიერი ნახევარდაცვის პირობებში, ჩვენებური შეტევაზე მეტად იფიქრებს.

სერია "ა" უფრო "ქართული" და საინტერესო ხდება!..

altკვერნაძემ "ფროზინონეში" პირველი გოლი გაიტანა - თანაც, როგორი! [VIDEO]

altკვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია

altახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

მკითხველის კომენტარები / 10 /
კვარას ერთერთი ძალიან დიდი პლიუსი არის მისი ძლიერი და მსხვილი ფეხები, მან იმდენ და ისეთ "მოჩეხვებს" გაუძლო რომ სხვა ქართველ ფეხბურთელს ფეხი თუ არ მოტყდებოდა მინიმუმ 6თვიან პაუზაზე გავიდოდა.
ვიმედოვნებ კვერნაძეც არ ჩამორჩება ამ ასპექტში მიუხედავად იმისა რომ პირველივე შეხვედრაში ტრამვა მიიღო. თან კვარასგან განსხვავებით მას თავით თამაშიც უკეთ გამოსდის.
ჰენრი
10:28 17-07-2023
0
კვარას კიდევ ერთი და მაგარი თვისება ისაა, რომ მეგობრულია, თავმდაბალი და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი. კვერნაძეს ძალიან ვგულშემატკივრობ და ამას მიაქციოს ყურადღება. მოწინააღმდეგეებსაც უნდა მოსწონდე
გადასარევი გიორგი
11:04 17-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული