ხვიჩა კვარაცხელია შვებულების შემდეგ "ნაპოლის" შეკრებაზე დიმაროში გამოცხადდა. მან მერეტთან, რაჰმანისთან, ესტიგორთან, ზელინსკისთან, რასპადორისთან, ლობოტკასთან, ელმასთან და ოსიმენთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა.
"ნაპოლი" ახალი მწვრთნელის, რუდი გარსიას ხელმძღვნელობით, უკვე რამდენიმე დღეა შეუდგა ვარჯიშს და მათ დღეს ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები შეუერთდებიან, რომლებსაც გულშემატკივრები სტადიონზე ოვაციებით შეხვდნენ.
ნეაპოლურ გუნდს ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი - 20 ივლისს "ანანუესთან" და 24 ივლისს "სპალთან".