ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" დღეს ამხანაგურ შეხვედრაში "ლივერპულს" დაუპირისპირდება, თუმცა ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის განაცხადში არაა.

მიზეზი მარტივია, ჩვენებური ტრანსფერზეა დაყენებული და რეალური მსურველიც ჰყავს.

29 წლის ფორვარდის სამსახურით სამხრეთ კორეის "ჩონბუკია" დაინტერესებული, რომელიც მიმდინარე K ლიგაში 24 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე იმყოფება.

მოგეხსენებათ, ეს ის კლუბია, სადაც შარშან თორნიკე ოქრიაშვილი უნდა გადასულიყო. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის ზამთარში მივიდა "კარლსრუეში", 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილი და ბექა მიქელთაძეც ასპარეზობენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ მთავარი ის კი არაა, რომელ ადგილზეა სამხრეთ კორეის ლიგა, მთავარი და გადამწყვეტი დროის სარტყელია და ის სხვაობა რაც არის ევროპულ დროსა და ამ ქვეყნის დროს შორის. ამიტომაცაა, რომ დაბორიალობს ყაზაიშვილი როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობს, განსხვავებით იმისგან, რასაც სამხ. კორეაში თამაშობს. მისი ბრალი არაა, სხეული ვერ ეგუება ასეთ სხვაობას. ამავე პრინციპით, ამერიკის ლიგაში და აზიის ქვეყნების ლიგაში წასული ფეხბურთელები დაკარგულია ნაკრებისთვის და სწორედაც იქცევა სანიოლი რომ არ იძახებს ამ ლიგებიდან ფეხბურთელებს. ესაა და ეს, არაფერი პირადული ...
მაგარი ექსპერტი ხარ გეტყობა
19 ივლისი 2023 21:04
2
ალბათ მესიც მაგიტო ვერ თამაშობს ნაკრებში ხარისხიანად, რას პროფესორობთ?
დავით 2101
27 ივლისი 2023 00:13
0
ფეხბურთელი რომელიც ნაკრებში სათამაშოდ ერთი კვირით ადრე ჩამოდის იმის სხეულს არავითარი პრობლემა არააქვს კლიმატთან და სარტყელთან ადაპტირების
ბათუმელი ექსპერტი
19 ივლისი 2023 23:17
0
იაპონია მაინც იყოს,იაპონია უფრო მაღალი დონის ლიგაა,შედარებით.
ლანჩხუთელი
19 ივლისი 2023 16:04
2
ყოველ შემთხვევაში გერმანიის მეორე ბუნდესლიგას კი სჯობია.
მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და k ლიგაში შედეგიანი თამაში ნაკრებშიც გამოადგება და ევროპაში დასაბრუნებლადაც. პლიუს აზიურ "ევროტურნირებზე" ასპარეზობა
ბათუმელი ექსპერტი
19 ივლისი 2023 17:48
8
მგონი ნაკრებისთვის დაკარგულია. გადავერთოდ გაგუაზე.
ეეე
19 ივლისი 2023 15:46
6
მარტივად უყურებთ k ლიგას. არადა ევროპული საზომებით მინიმუმ 15 ე ჩემპიონატი მაინც აქვთ და სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის ჩემპიონატებს სჯობს
ბათუმელი ექსპერტი
19 ივლისი 2023 17:51
4
ესეც გაუდგა დანარჩენების გზას! კაჭარავა მაინც მოვიდეს დინამო თბილისში!
მწვრთნელი
19 ივლისი 2023 15:37
4
არ მომწონს, ეს ამბავი!
სოსო
19 ივლისი 2023 15:27
1

სიახლეები პოპულარული