ნოიერი ჯერ ვერ დაბრუნდება, სომერი წავიდა - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერის აღდგენითი პროცესი იმაზე ცუდად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვეტერანი კიპერი მოსამზადებელ ეტაპსა და ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებდა, მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

"რეკორდმაისტერის" მეკარე გერმანიის სუპერთასის შეხვედრასა და ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრას 18 აგვისტოს "ვერდერთან" გასვლაზეც უეჭველად გამოტოვებს.

ჯერ კიდევ უცნობია, შეეძლება თუ არა მას შემდეგ შეხვედრებში ასპარეზობა. აქვე გეტყვით, რომ "ალიანს არენიდან" მეორე კიპერის, იან სომერის წასვლა გა
დაწყდა. "ინტერიდან" ანდრე ონანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, შვეიცარიელი კი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მილანში და კამერუნელის შემცვლელადაც წარადგენენ.

"ბაიერნიდან" მიდის კიდევ ერთი კარის დარაჯი ალექსანდერ ნიუბელი. მიუნხენურ გრანდში კი მისვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც ნოიერის გამოჯანმრთელებამდე ძირითადის კიპერი იქნება, შემდეგ კი გამოცდილი კოლეგა დაბრუნდება და მასთან დიდ კონკურენციაში პირველი ნომრობისთვის მოუწევს ბრძოლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მამარდა მინდა ბავარიაში ვიხილო. რაც სილესენს დამართა იგივეს დამართბეს ნოიერსაც. აღარ არის იმ ფორმაში ნოიერი რაც იყო ადრე და არავინ იცის როგორი დაბრუნდება. ბავარიას ისეთი სამწვრთნელო სტაფი ყავს მეკარეების, მამარდა ყველაფერში მოუმატებს, როგორც გამოსვლებში ისე ფეხით თამაშსაც.
G.LA
17:41 19-07-2023
0
თავი სიზმარში მგონია, წარმოგიდგენიათ რა ხდება?: მაიერი, კანი, ნოიერი და უცებ მათი მემკვიდრე თვით ბაიერნში შეიძლება გიორგი მამარდაშვილი გახდეს. ვერ ვიჯერებ. ფანტასტიკა!!!
ბმბ
20:54 19-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული