ნოიერი ჯერ ვერ დაბრუნდება, სომერი წავიდა - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერის აღდგენითი პროცესი იმაზე ცუდად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვეტერანი კიპერი მოსამზადებელ ეტაპსა და ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებდა, მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

"რეკორდმაისტერის" მეკარე გერმანიის სუპერთასის შეხვედრასა და ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრას 18 აგვისტოს "ვერდერთან" გასვლაზეც უეჭველად გამოტოვებს.

ჯერ კიდევ უცნობია, შეეძლება თუ არა მას შემდეგ შეხვედრებში ასპარეზობა. აქვე გეტყვით, რომ "ალიანს არენიდან" მეორე კიპერის, იან სომერის წასვლა გა
დაწყდა. "ინტერიდან" ანდრე ონანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, შვეიცარიელი კი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მილანში და კამერუნელის შემცვლელადაც წარადგენენ.

"ბაიერნიდან" მიდის კიდევ ერთი კარის დარაჯი ალექსანდერ ნიუბელი. მიუნხენურ გრანდში კი მისვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც ნოიერის გამოჯანმრთელებამდე ძირითადის კიპერი იქნება, შემდეგ კი გამოცდილი კოლეგა დაბრუნდება და მასთან დიდ კონკურენციაში პირველი ნომრობისთვის მოუწევს ბრძოლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა უბედურებაა ეს ბოღმიანი და ღვარძლიანი კომენტარები. ვალენსიაში რაც გააკეთა ამ ერთ წელში ეს არაფერია? შანსი მიიღი და გამოიყენა, უშეცდომო არავინაა არც ერთი მეკარე და ფეხბურთელი. შეცდომებზე სწავლობს ჭკვიანი და წინაქვს გიორგის ყველაფერი. რაც ძლიერი კონკურენტი ეყოლება მით უფრო მეტი უნდა ივარჯიშოს დანარჩენი მის ხელშია სადაც არ უნდა იყოს უნდა იომოს პირველმეკარეობისათვის. პენსიონერი და დალეწილი ნოიერი რო გამცდილებას გაგიზიარებს ესაა სწავლა. აბა მისმა ტოლმა რა უნდა ასწავლოს.
qomagi
10:43 20-07-2023
0
ასეთი ბოღმა რატო ხართ ხალხნო.. აქვს მამარდას რაღაც კომპონენტებში ჩავარდნები მაგრამ როგორ გონიათ ვალენსია ამდენს ათამაშებდა ცუდი რო იყოს.. ბაიერნში თუნდაც ძირითადში რო არ იყოს ნოიერისგან ბევრ რამეს ისწავლის
თემო
07:55 20-07-2023
0

სიახლეები პოპულარული