აღნიშნულ ტრანსფერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი სებასტიან სტრაფორდ-ბლური გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩვენებურს ჩემპიონშიპში თამაში გაუჭირდება, რადგან ფიზიკურად ძლიერი არაა.
"გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდში" გადასვლით ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ქართველი რამდენიმე სეზონის წინ იჯარის წესით "ჰამბურგში" გამოდიოდა, მან აჩვენა, რომ ბურთთან ერთად შეუძლია სახიფათო იყოს. რატომ ვარ გაკვირვებული? რადგან ფიზიკურად სუსტია, თუმცა სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს 2 სეზონის წინ იყო", - განაცხადა სტრაფორდ-ბლურმა.
შეგახსენებთ,
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს
ჩაკვეტაძე მოსკოვის "დინამოს" სურს - რუსული მედია წერს, აგენტი ადასტურებს...