"კიკერი" იტყობინება, რომ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი მისით დაინტერესებული კლუბის მიერ მოულოდნელად ჩაიშალა და "კარსლრუე" "შტუტგარტის" კოლუმბიელ თავდამსხმელ ხუან პერეას აღარ შეიძენს.
bnn.de-ს ცნობით, "კარლსრუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა განაცხადა, რომ "დარმშტადთან" ამხანაგურ მატჩში (0:0) ზივზივაძემ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და კარიერას სამხრეთ კორეაში არ გააგრძელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველმა "კარლსრუეში" საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და თავის ამჟამინდელ გუნდში მუშაობაზეა კონცენტრირებული.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუდუს "ჩონბუკში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო და "კარლსრუე" მისი ტრანსფერის შედეგად ორ ფეხბურთელს შეიძენდა.
უბრალოდ, გერმანელებისგან გამიკვირდა. ერთი თამაშის მიხედვით წყვეტენ ფეხბურთელის ბედს, ტრანსფერზე დააყენონ, თუ არა? უფრო სისტემური მიდგომები არ აქვთ?