ქართველების "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგაზე წინ მიიწევს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ გასვლაზე „ზრინსკი“ 1:0 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

გამარჯვების გოლი შესვენების შემდეგ განელმა თავდამსხმელმა ზუბერუ შარანიმ გაიტანა. ბრატისლავურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს ჩატარდება.

Sportall.Ge

ნამატჩევს კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა: "შესანიშნავი შედეგია. ჩვენ ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქე სახიფათოდ გვიტევდა. ასეთი შეხვედრები სილამაზით არ გამოირჩევა. მჯერა, საპასუხო თამაშზე სტადიონი გაივსება და ჩვენი გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. "ზრინსკი" კარგი გუნდია და ჯერ არაფერია
გადაწყვეტილი".

მოსტარი. „ბიჯელი ბრიეგი“. 5 000 მაყურებელი
ზრინსკი - სლოვანი 0:1
გოლი: შარანი (53)

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ეს არის ზუსტად…..რატომ უნდა თამაშობდეს კანკავა და კაშია მოთუმეტეს ამ ასაკში სლოვაკეთში და არა თბილისის დინამოში?ვინც ნორმალური გვყავს სხვაგან არიან და სხვა ქვეყნების გუნდებს ეხმარებიან წინსვლაში!!!სწორი თქვა დევდარიანმა ვისაც ევროპაში არ გამოუვიდა ისინი დაბრუნდნენ და მაგათმა გინდათ რამე რომ ქნანო?საბა კვირკველია გურამ კაშია ჯაბა კანკავა ნიკა კვეკვესკირი დღეს უნდა თამაშობდნენ დინამოში!!!
შახრუდინი
02:38 26-07-2023
4
სულ უმართლებს სლოვანს
ჯუანშერი
01:45 26-07-2023
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული