მამარდაშვილი "ალავესთან" მატჩში "ვალენსიას" კაპიტანი იყო

AutoSharing Option
„ვალენსიამ“ ამხანაგურ მატჩში ლა ლიგაში დაბრუნებული „ალავესი“ 2:0 დაამარცხა.

„ღამურების“ რიგებში ამ სეზონში პირველად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც პირველი ტაიმის შემდეგ კრისტიან რივერო შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი მეორე ტაიმში გუნდის კაპიტანი იყო.

„ვალენსია“ გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა, გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და არაა გამორიცხული, მამარდაშვილიც დაემშვიდობოს. Fichajes.net-ი იტყობინება, რომ კლუბი ქართველის სწრაფად გასხვისებას ცდილობს, რადგან დროში შეზღუდულია, თუმცა სერიოზული წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს, მაგრამ თუ გიორგის ტრანსფერი განხორციელდა, მის შემცვლელად 31 წლის ფერნანდო პაჩეკოს (ესპანიოლი) დამატებას შეეცდება.

შემდეგ შეხვედრას „ვალენსია“ 5 აგვისტოს „მესტალიაზე“ „ასტონ ვილასთან“ ჩაატარებს.

პატერნა. „ანტონიო პუჩადესი“
ვალენსია - ალავესი 2:0
გოლები: 1:0 ოზკაჯარი (40), 2:0 მარტინ ტეხონი (63)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ძმაო.რაც და როგორც არ უნდა იყოს,ვალენსია ისტორიული და სახელიანი კლებია.თუნდაც ამხანაგურში მისი კაპიტნობა 23 წლის ბიჭისთვის არაა სახუმარო.წარმატებები გიო
გელა
17:51 30-07-2023
0
მამარდაშვილი არმენი არ არის. არმენებო მადლობა თქვით, რომ საქართველოში ცხოვრობთ და ქართულად ლაპარაკობთ და არა თქვენს უშნო ენაზე. ჩვენ ქართველებს გენი კი გაგვიფუჭეთ ისე.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული