მიქაუტაძით ლა ლიგის კლუბიც დაინტერესდა, მაგრამ...

AutoSharing Option
Diario de Cádiz-ი იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით, "კადისი" დაინტერესდა.

გამოცემის ცნობით, ანდალუსიური კლუბი სეზონის წინ გაძლიერებას აპირებს, ახალ ფეხბურთელებს ეძებს,  ფინანსურად  ხელმისაწვდომი ტრანსფერების განხორციელებას ცდილობს, ყურადღებით აკვირდება მიქაუტაძეს, რომელმაც თავისი გუნდის ლიგა 1-ში გადასვლაში საკვანძო როლი ითამაშა; შედეგად, ივნისში, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 10 მილიონი გახდა, "კადისი" ფასით დაინტერესდა და ინტერესიც შეუნელდა.

აღნიშნულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურება. მიქაუტაძის კანდიდატურა ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური არაა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში.

"მეცი" მიქაუტაძეს 20
მილიონად აფასებს და უფრო დაბალი ფასის შეთავაზებებს არ განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არანაირი კადისი. ერთი და იგივე დონის გუნდებია კადისი და მეცი. ჯობია იქ დარჩეს უფრო აქვს განვითარების შანსი და თან სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს. წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს. ღმერთი შენსკენ ძმაო
roma bejanidze
23:26 31-07-2023
0
გეთანხმებით არანაირი კადისები და გასავარდნად განწირული გუნდები, ტოპ 4 ლიგის გარანტირებულ 10-ეულის გუდში უნდა წავიდეს მინიმუმ.
რრრ
00:12 01-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული