ilmattino: "კვარა" არაამქვეყნიური და დაბალანაზღაურებადია - როგორ გამოიყენებს რუდი გარსია?

AutoSharing Option
ilmattino-მ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა:

"არავინ უწყის, მას ბედნიერებისთვის როგორი ხელფასი სჭირდება. თითქოს ამაზე არ ფიქრობს, არც ლაპარაკობს. კონტრაქტების გაგრძელებაზე რიგი დგას: დი ლორენცო (უკვე გაახანგრძლივა), მარიო რუი, პოლიტანო, ზილენსკი, ოსიმენი, მერეტი და სხვები. ის არაფერს ამბობს. სიუჟეტი პრაქტიკულად იდეალურია: სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, ფულის გამო პრობლემას არ ქმნის. ყველას მიესალმება, მხოლოდ სასადილოდ მიდის და არა იმიტომ, რათა თავი მარტოსულად იგრძნოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კიდევ 4 წლის მიხედვით გასამრჯელოს მოსამატებლად
ვერავის მიმართავს. ეს უაზრობაა. მისი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, შემოქმედებითი მხარე კი - ვარსკვლავური.

კვარაცხელია "არსენალის" სამიზნეა? "მეთოფეები" ქართველზე ფიქრობს

არ აღელდა, როდესაც მისით "ნიუკასლი" დაინტერესდა, აღიზიანებს "არსენალზე" ახალი ჭორები: "ნაპოლისთვის" ხელშეუხებელია, ეს მუდამ ასე იყო. ყველა მსურველისთვის პასუხი იქნება - არა. დე ლაურენტისისგან "დაჯავშნულია", რომელიც ქართველში ყველაფერს აფასებს: სტილს, ლამაზ თამაშს, განათლებას.

Sportall.Ge

ყველას ხიბლავს და ეს თვისება ვარჯიშებზე ერთი-ერთზე მეტოქესთან თამაშისასაც კი არ დაკარგა, რითაც ფეხბურთს პირვანდელ სილამაზეს უბრუნებს. ნეაპოლში ბიჭი ოცნებებით ცხოვრობს, რომელიც ჯუნტოლიმ რუსეთის ჩემპიონატში მოძებნა, ყოველდღე ტრანსფერზე მუშაობდა; როდესაც ფასი 30 მილიონიდან 10 მილიონამდე დაეცა, ბოლოს და ბოლოს დე ლაურენტისი მისი შეძენის აუცილებლობაში დაარწმუნა და არჩევანში არ შეცდა. "ზიზის დავარქმევდი, რადგან წარმოუდგენელ დრიბლინგებს ახორციელებს", - თქვა პრეზიდენტმა. ეს უნარი არასოდეს დაუკარგავს, ამ დღეებშიც კი. როცა საშუალება ეძლევა, რეიდს იწყებს. იშვიათი ნიჭის პატრონია და დაჯილდოებულია დახვეწილი კლასით. ახლა საკითხავია, ამ უსაზღვრო შესაძლებლობების ტალანტს როგორ გამოიყენებს რუდი გარსია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება როლი და ამპლუა შეუცვალოს. ქართველის სისწრაფე, ფანტასტიკური პასები და დარტყმები ბოლო ჩემპიონატში, სტატისტიკის მიხედვით, ცხადი და არაამქვეყნიური იყო.

"ატალანტასთან" ექვსი მეტოქის გარემოცვაში გატანილი გოლით თვით მარადონას მიუახლოვდა. სწორედ ასე ბრძანა სპალეტიმ: "შეიძლება ითქვას, ეს დიეგოს გოლი იყო. მარადონა ფეხბურთის ღმერთი გახლდათ, მაგრამ "კვარა" სწორ გზას ადგას. გარღვევისას ბურთზე შეხებისას საკუთარი "სიხშირე" აქვს და მეურვემ არასოდეს იცის, საით გააგრძელებს მოძრაობას. მოქმედებისას ცალი თვალით მხედველობიდან პარტნიორს არ კარგავს".

ბევრი ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემის უხერხულობაზე ფიქრობდა, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. რა თქმა უნდა, რუდი გარსიას ქართველ ვარსკვლავთან მიმართებით რაღაც ახალი აქვს მოფიქრებული. შესაძლოა, უნდა, ოსიმენთან ახლოს დააყენოს. ვნახოთ, ტესტირება დასასრულს უახლოვდება. ხვალ კიდევ ერთი სპარინგია. "ფროზინონესთან" პირველი ტურის მატჩამდე მხოლოდ 19 დღეა დარჩენილი".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მართალია მარტო ფული არ არის ბედნიერება მაგრამ არც უფულობა ვარგა ყველამ უნდა მიიღოს ღირსეული ანაზღაურება.თუ იმაზე ბევრად იაფად მუშაობ ვიდრე იმსახურებ მაშინ გამოდის რომ შენს თავს არ აფასებ ან რაღაც მაქინქციებია.
სსს
08:37 02-08-2023
0
კაცი ყოფნის ჯამაგირს ვინ გკითხავთ სხვისი ჯიბის ამბებს რა გინდათ
გიორგი
04:48 02-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული