მატჩის დღე! ხვიჩას კრიტიკა "მიზნის გასწორებაზე" და მუშაობა პოლიტანოს ალტერნატივაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სეზონისწინა მზადების ეტაპზე მორიგ მატჩს დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის დროით კვლავ 20:30 საათზე გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე ესპანური "ჟირონა" იქნება.

რაც უფრო ახლოვდება სერია "ა"-ს პირველი ტური, ფრანგი სპეციალისტი უფრო მეტად ეცდება, ის შემადგებლობა გამოკვეთოს, რომელსაც გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" შეხვედრისთვის გამოიყენებს. ნეაპოლელებმა კიმის შემცვლელად დარჩენილ დროში ვინც უნდა შეიძინონ, რაჰმანი-ოსტიგორის ცენტრალური მცველების დუეტი, პირველ ეტაპზე მაინც, შეუცვლელი იქნება. გუნდი ცდილობს, მარჯვნივ მატეო პოლიტანოს ალტერნატივას მიაგნოს, რადგან ირვინ ლოსანო კარიერის შტატებში გაგრძელებასთან ახლოსაა. ბოლო ინფორმაციით, ახალწვეული პსვ-ის
20 წლის ბელგიელი შემტევი იოან ბაკაიოკო იქნება.

Sportall.Ge

იტალიაში ექსპერტებმა იმაზე საუბარი განაახლეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სიზუსტესთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, ქართველმა გარემარბმა ბოლოს "ატალანტას" გაუტანა, ის გოლი კი სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს. "კვარას" კრიტიკა არასოდეს აშინებს, პირიქით, უფრო მობილიზებულს ხდის. ისე კი, გასული წლის შეხვედრაში "ჟირონას" მან თერთმეტმეტრიანიდან გაუტანა.

როგორც ჟირონელებს, ასევე ნეაპოლელებს, მიმდინარე ზაფხულში ამხანაგური მატჩი არ წაუგიათ. 36 წლის ურუგვაელ კრისტიან სტუანის კი ისევ გააქვს. გაიტანა პსვ-დან გადაბარგებულმა 19 წლის ბრაზილიელმა სავიომაც. გუნდშია კიევის "დინამოს" ექსნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი...

შეგახსენებთ, თურქულ "ჰათაისპორთან" კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. ჩვენებური ერთ-ერთი საუკეთესო იყო "სპალთან" დაპირისპირებაშიც. რაც შეეხებათ უახლოეს მეტოქეებს - "აუგსბურგი" და "აპოლონია".

altilmattino: "კვარა" არაამქვეყნიური და დაბალანაზღაურებადია - როგორ გამოიყენებს რუდი გარსია?

altმთავარი სიახლე "ნაპოლის" თამაშში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის "დაბრუნება" და ექსპერიმენტი, რომელიც წარსულს ჩაბარდა...

მკითხველის კომენტარები / 15 /
წარმატებები კვარა! უფალი გფარავდეს❤️
გულშემატკივარი
02 აგვისტო 2023 14:22
2
ხვიჩამ გენიალური სეზონი გვაჩუქა და იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში უფრო მაგრად ითამაშებს. იტალიელებს კი არა,ჩვენც გაგვაოცებს.
ქ. გ.
02 აგვისტო 2023 16:09
3
WatfordFC-მ ოფიციალურად გამოაცხადა: ჩაკვეტაძე WatfordFC-ს ფეხბურთელია!
ქ. გ.
02 აგვისტო 2023 14:05
1
მახსოვს რონალდო პირველ სეზონ ნახევარი. მერე ფერგის მონაყოლი, მთელი დასვენების პერიოდიო კარში დარტყმებზე მუშაობდაო ჩემი პროგრამით პირადი მწვრთნელთან ერთადო. სექტემბრიდან კი ხედავთო რაც არიო.
beqa
02 აგვისტო 2023 11:38
3
ის რონალდო იყო
Zulli Montero
02 აგვისტო 2023 12:57
11
კვარა მიზანი უნდა გაასწრო და გოლი გვინდა თორემ 19 აპრილის მერე ...
zurabi
02 აგვისტო 2023 15:29
2
თამაშს.რა ლინკზე ვუყუროთ?
Ivan
02 აგვისტო 2023 18:26
1
Livebaĺl.uno
Ioseb
02 აგვისტო 2023 21:25
1
ხვიჩას მიზანი გამრუდებული აქვს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
თამაზი
02 აგვისტო 2023 21:38
4
https://okestream2.pro/VrNIVja
ნიკა
02 აგვისტო 2023 21:43
1
https://www.facebook.com/100095168572615/videos/1101414024167565/
ნიკა
02 აგვისტო 2023 20:40
1
https://www.facebook.com/watch/live/?ref=search&v=1051171049583511
ნიკა
02 აგვისტო 2023 20:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული