- თავდაპირველად დავამშვიდოთ ქართველი გულშემატკივარი - ყველა ნიუანსი მოგვარებულია? გიორგი უკვე ოფიციალურად არის "უოტფორდის" ფეხბურთელი?
- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა სატრანსფერო დეტალი მოგვარებულია. გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ფეხბურთელია და არანაირი ხელისშემშლელი პირობა არ არსებობს!
- საინტერესოა, როდიდან გააქტიურდა "უოტფორდი", როდის გამოჩნდა ეს ვარიანტი?
- სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გენტში ჩავედით. გიორგი "გენტში" ვარჯიშობდა
სწორედ ამ დროს გაჩნდა "უოტფორდის" ინტერესიც. საბოლოოდ, არჩევანი ამ კლუბზე შეჩერდა. ერთი კვირაა, რაც გიორგიმ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მართალია, ეს იჯარაა, მაგრამ "უოტფორდში" ძალიან ეიმედებათ ჩაკვეტაძის. კონტრაქტში გამოსყიდვის ოფციაც არის.
- როგორ მიიღეს ჩაკვეტაძე "უოტფორდში"?
- თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ "უოტფორდს" ჯერ კიდევ სამი წლის წინ სურდა გიორგისთან თანამშრომლობა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა... ვესაუბრეთ კლუბის მთავარ მწვრთნელს, ხელმძღვანელობას... ძალიან თბილად მიიღეს და იმედიანად არიან განწყობილი გიორგის მიმართ.
განაგრძეთ კითხვა